ოთარ კახიძე - ვშიშობ, რომ ის შეშფოთების საგანი, რის გამოც მე და ჩემმა თანამოაზრეებმა დავტოვეთ „ნაციონალური მოძრაობა“, კვლავ ძალაშია

ვშიშობ, რომ ის შეშფოთების საგანი, რომელიც არსებობდა და რის გამოც მე და ჩემმა თანამოაზრეებმა დავტოვეთ "ნაციონალური მოძრაობა", კვლავ ძალაშია,-ამის შესახებ პარტია "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს "ნაციონალურ მოძრაობაში“ შესაძლო განხეთქილებასთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ამასთან, ოთარ კახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პოზიციები არჩევნებთან, საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბოიკოტთან, პარტიის თავმჯდომარის არჩევასთან და ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით მისთვის და მისი თანამოაზრეებისთვის მიუღებელი იყო და სწორედ აღნიშნულს მოჰყვა 2016 წელს "ნაციონალური მოძრაობის" დაშლა.

"ამასთან დაკავშირებით მე ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ, "ნაციონალური მოძრაობა არის სხვა პოლიტიკური პარტია, ალბათ, მისი წარმომადგენლები გაერკვევიან. მე აღნიშნული ორგანიზაცია 2016 წელს დავტოვე იმ მიუღებელი პოზიციების გამო, რომელიც ჰქონდათ პარტიის მაშინდელ ლიდერებს. ვშიშობ, ის შეშფოთების საგანი, რომელიც, მაშინ არსებობდა და რის გამოც მე და ჩემმა თანამოაზრეებმა დავტოვეთ პარტია კვლავ ძალაშია", - აცხადებს ოთარ კახიძე

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს