თორნიკე შარაშენიძე „ნაცმოძრაობაზე“ - არ შეიძლება ყველა არჩევნებზე დამუქრება და მერე ხალხის ფაქტის წინაშე დაყენება, რომ ამ მუქარის უკან არაფერი დგას

მოსახლეობაში არ არსებობს ისეთი პროტესტის მუხტი, რომელიც გაანეიტრალებს მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებულ ადმინისტრაციული რესურსების სხვაობას, - ამის შესახებ ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების გაყალბებას ადგილი არ ჰქონია და მმართველ გუნდს სულაც არ გააჩნია არჩევნების გაყალბების საჭიროება, თუმცა ხდება გადაბირება, მოსყიდვა, დაშინება, რასაც ოპოზიცია ფულისა და ადამიანური რესურსების ნაკლებობის გამო ვერ ანეიტრალებს.

შარაშენიძემ ყურადღება გაამახვილა ნიკა მელიას განცხადებაზეც, რომელშიც მან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თანაგუნდელები რევოლუციურ სცენარზე საუბრის გამო გააკრიტიკა.

„ის, რაც ნიკა მელიამ თქვა, რომ არ შეიძლება დაანონსება რევოლუციის და შემდეგ საკუთარი მომხრეების „გადაგდება“, გასათვალისწინებელი პრობლემაა. არ შეიძლება ყოველი არჩევნების წინ დამუქრება და მერე ფაქტის დაყენება ხალხის, რომ ამ მუქარის უკან არაფერი დგას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში რევოლუციის რეალური მუხტი და დაძაბულობა არ არსებობს. შეიძლება ვიღაცას ეს უნდა, მაგრამ ჯერჯერობით ეს ასე არ არის და მოსახლეობას, როგორც ასეთი, რევოლუცია უფრო აშინებს, ვიდრე „ოცნების“ მთავრობის ქვეშ დარჩენა“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება