ცივი იარაღის რეალიზაციისთვის საჭირო ლიცენზია 50-დან 100 ლარამდე ეღირება

ცივი იარაღის რეალიზაციისთვის საჭირო ლიცენზია 50-დან 100 ლარამდე ეღირება. ამის შესახებ შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომლითაც ცივი იარაღის რეალიზაცია ლიცენზირებადი ხდება და უკანონო რეალიზაციაზე სანქციები მკაცრდება. პროექტის თანახმად, ლიცენზიის გამცემ ორგანოდ შსს-ს მომსახურების სააგენტო განისაზღვრება. დაინტერესებულ პირს ცივი იარაღით ვაჭრობისთვის საჭირო ლიცენზიის 5 სამუშაო დღეში მისაღებად 50 ლარის გადახდა მოუწევს; 2 სამუშაო დღის განმავლობაში ლიცენზიის გაცემის მოსაკრებელი 75 ლარი იქნება; 1 სამუშაო დღეში გაცემის საფასური კი 100 ლარი განისაზღვრება.

რაც შეეხება ლიცენზიის აღებისთვის საჭირო დოკუმენტაციას, დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის წერილობითი განცხადება; მონაცემები იურიდიული პირის ან იდივიდუალური მეწარმის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;

იურიდიული პირისათვის - ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, ცნობები/ინფორმაცია მათი ნასამართლეობის, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების ჩამორთმევის არ ქონის, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობები;

ინდივიდუალური მეწარმისთვის - ცნობები/ინფორმაცია მისი ნასამართლეობის, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების ჩამორთმევის არ ქონის, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობები და სხვა სახის დოკუმენტაცია.

ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, ცივი იარაღით ვაჭრობის უფლების მქონე იურიდიულ პირს ან ინდივიდუალურ მეწარმეს, ცივი იარაღის იმპორტის უფლებაც აქვს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო