51-ე სკოლის მოსწავლის დედა - „ბოლო ზარის“ ღონისძიებაზე გაშვებული კლიპი მოზარდებს შორის დაპირისპირებასთან არავითარ კავშირში არ ყოფილა

„ბოლო ზარის“ ღონისძიებაზე გაშვებული კლიპი, მოზარდებს შორის დაპირისპირებასთან არავითარ კავშირში არ ყოფილა, - ამის შესახებ 51-ე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლის დედამ, რუსუდან ჩაჩანიძემ მე-12 კლასელების გამოსაშვებ ღონისძიებაზე გაშვებულ ვიდეორგოლზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მოზარდებს უთანხმოება მოუვიდათ იმის გამო, რომ მისი შვილი 51-ე სკოლაში მე-7 კლასში გადავიდა და ახალ მოსწავლეს ბავშვები სკოლაში უცხოდ თვლიდნენ.

რაც შეეხება ვიდეორგოლის შინაარსს, როგორც რუსუდან ჩაჩანიძე აცხადებს, ამასთან დაკავშირებით ზეწოლა იყო სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან, რის შემდეგაც ვიდეორგოლიდან სიტყვები "ქურდული" და "ობშიაკი" ამოიღეს.

"ეს კლიპი ჩაწერილი იყო აბსოლუტურად ხუმრობით და არანაირი შარჟი არ ყოფილა. ეს იყო ბავშვების გადაწყვეტილება, რომელშიც არავინ ჩარეულა, არც ერთი მშობელი. ტექსტი მოსმენილი გვქონდა და არავის ჩაუთვლია, რომ ეს იყო ქურდული მენტალიტეტის. დამრიგებელმა ამის შესახებ არ იცოდა, თუმცა გარკვეული პერიოდის მერე გადაწყვიტეს ბავშვებმა, რომ მასწავლებელსაც მიეღო მონაწილეობა ამ კლიპში და ჩავრთეთ ისე, რომ მან საერთოდ არ იცოდა ამ კლიპის შესახებ. ჩემი შვილი არის პირველივე კადრში, ჩემი შვილით იწყება ეს ვიდეორგოლი. ის 51-ე სკოლაში მე-7 კლასში გადავიდა და იცით, თქვენ, რომ ახალი კლასელი როდესაც შემოდის კლასში, უცხოობა და ათვალწუნება იციან ბავშვებმა და ამის გამო ჰქონდათ დაპირისპირება. პრინციპში, დაპირისპირებაც არ იყო, ეს იყო ბავშვური დამოკიდებულება უცხოობის გამო და რა თქმა უნდა, მოგვარდა ეს ყველაფერი . ამიტომაც იყო კლიპში ასახული, რომ პირველ დღეს კლასში რომ შევიდა, კლასელებს ბუნჩულა ეგონათ და მოგვარდა ეს ქურდულად. "ქურდულად" - ეს იყო უბრალოდ შარჟი და ამ სიტყვის ზუსტი განმარტება, რა თქმა უნდა, არ იყო გამოყენებული. ეს იყო უბრალოდ ბავშვური დამოკიდებულება. რაც შეეხება მეორე ბავშვს, რომელიც ამბობს "ობშიაკზე" - ეს ბავშვიც არის ძალიან წარჩინებული მოსწავლე. "ობშიაკის" ფულში კი იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ ლობიანის და კოკა-კოლას საყიდელი ფული", - განაცხადა რუსუდან ჩაჩანიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული კლიპი ბავშვებმა რეჟისორ გიორგი ლასარეიშვილთან ერთად მოამზადეს. როგორც რუსუდან ჩაჩანიძემ აღნიშნა, რეჟისორმა ბავშვებისგან მოისმინა ის ისტორიები, ვინ რომელი სკოლიდან გადავიდა 51-ე სკოლაში და როგორ ატარებდნენ იქ დროის ნაწილს, შემდეგ კი, სწორედ ამ ისტორიებზე დაყრდობით, ბავშვებთან ერთად მოამზადა მან ვიდეოკლიპის ეს ვერსია.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ