გამოფენა „საფოსტო მარკებით მოთხრობილი ისტორია“ გაიხსნა

„საქართველოს ფოსტისა“ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინიციატივით, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში პირველი ქართული მარკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა - „საფოსტო მარკებით მოთხრობილი ისტორია“ - გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნუსს“ „საქართველოს ფოსტიდან“ აცნობეს, გამოფენაზე წარმოდგენილია ქართული მარკები, რომლებიც მსოფლიოს აცნობდნენ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს, საზოგადო მოღვაწეებს, მხატვრებსა და მწერლებს.

„ექსპოზიციაზე გაეცნობით „საქართველოს ფოსტის“ გამორჩეულ საფოსტო მარკებს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციაში დაცულ პირველ ეროვნულ და საბჭოურ მარკებს, ასევე საქართველოს ეროვნული არქივიდან ექსპონირებულ სხვადასხვა დოკუმენტსა და კორესპონდენციას, რომელზეც განთავსებულია პირველი ეროვნული მარკები. დამთვალიერებელს საშუალება ექნება გამოფენას ესტუმროს 11 სექტემბრის ჩათვლით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რუსთაველის გამზირზე (რუსთაველის გამზ. #3) „საქართველოს ფოსტა“ წარმოდგენილი იქნება ინტერაქციული ინსტალაციით - „საფოსტო მარკებით მოთხრობილი ისტორია“, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ უსასყიდლოდ გააგზავნონ საფოსტო ბარათები და მიულოცონ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ბავშვებს კი შეეძლებათ გააფერადონ მარკები ფერადი სტიკერებით.

„1919 წლის 26 მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დამოუკიდებლობის წლისთავი მნიშვნელოვანი ფაქტით აღნიშნა - მიმოქცევაში გამოვიდა პირველი ქართული საფოსტო მარკები, რომლებიც ცხრა ნომინალისგან შედგებოდა და ერთმანეთისგან განსხვავდებოდა ფერითა და ვიზუალით. საფოსტო მარკებზე გამოსახული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი, თეთრი წმინდა გიორგი და ქართველი ქალი, რომელიც ფილატელისტურ კატალოგებში თამარ მეფის სახელით მოიხსენიება.

მარკა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ისეთივე სიმბოლოა, როგორც დროშა, გერბი და ჰიმნი. ამ მარკების გამოშვებით საქართველოს მთავრობამ მეტი ლეგიტიმაცია შესძინა ქვეყნის დამოუკიდებლობას. სამწუხაროდ, ამ მარკებმა, ისევე როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, დიდხანს ვერ იარსება და 1922 წელს საქართველომ უკვე საბჭოთა მარკების ემისია განახორციელა. ამ დროიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე გამოდიოდა მარკები საქართველოს სიუჟეტებით და ქართველი მოღვაწეების გამოსახულებით, მაგრამ არც ერთ მათგანზე არ იყო მოხსენიებული „საქართველო“, ყველა მათგანზე იყო წარწერა „სსრკ–ს ფოსტა“.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, კვლავ აქტუალური გახდა ეროვნული მარკების გამოცემა და 1993 წელს „საქართველოს ფოსტამ“ თითქმის 70 წლის შემდეგ, პირველად გამოსცა ეროვნული საფოსტო მარკების სერია - „საქართველო გაეროს წევრი“, რომელიც მიეძღვნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებას. სწორედ აქედან იწყება ქართული მარკების უახლესი ისტორია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ