ირაკლი ლექვინაძე -  ბიზნესს რეგიონებში სჭირდება მოქნილი ბიუროკრატია და სწრაფი გადაწყვეტილებები

საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმის, „რეგიონული ეკონომიკა - ძლიერი მუნიციპალიტეტები“ დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტის ფარგლებში, პანელი „რეგიონებში ბიზნესის განვითარების ძირითადი გამოწვევები“ გახსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ლექვინაძემ ბიზნესომბუდსმენის აპარატში შემოსული განცხადებების ანალიზის საფუძველზე ადგილობრივ თვითმმართველობებში ბიზნესისთვის პრობლემურ საკითხებზე ისაუბრა და დელეგატებს მხარდაჭერის იმ მექანიზმებზე მიაწოდა ინფორმაცია, რითიც საჭიროების შემთხვევაში ბიზნესომბუდსმენის აპარატი კერძო სექტორსა და ადმინისტრაციულ ორგანოებს თანამშრომლობაში დაეხმარება.

„ბიზნესომბუდსმენის აპარატი რეგულარულად მართავს შეხვედრებს რეგიონებში ადგილობრივ ბიზნესთან და ჩვენთვის ცნობილია ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობებთან მიმართებაში კერძო სექტორს აწუხებს. ბიზნესს რეგიონებში სჭირდება მოქნილი ბიუროკრატია და სწრაფი გადაწყვეტილებები. ამას გარდა რეგიონებში ბიზნეს გარემოსთან მიმართებაში კრიტიკული საკითხია დაგვიანებული, ბუნდოვანი ან პასუხგაუცემელი წერილები. ჩვენი აპარატი მზად არის, ხელი შეუწყოს ბიზნესსა და თვითმმართველ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას“, - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

ბისნესომბუდსმენის აპარატის ცნობით, პანელზე მოხსენებები გააკეთეს და დელეგატებს სიტყვით მიმართეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიულმა ანალიტიკოსმა ნიკოლოზ ნანუაშვილმა და საქართველოში ამერიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა მაიკლ ქოგელმა.

„სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი 2018 წელს დაარსდა, როგორც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კონსტრუქციული დიალოგის პლატფორმა თვითმმართველობის განვითარებასთან და დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ფორუმი აერთიანებს საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის არჩეულ მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, 9 რეგიონის გუბერნატორსა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს“, - აღნიშნულია საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო