აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ქმედებები დაგმეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის მოსმენა თემაზე: “Undermining Democracy: Kremlin Tools of Malign Political Influence” გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მოსმენაზე მიწვეულნი იყვნენ: დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის პენ ბაიდენის ცენტრის უფროსი დირექტორი, მაიკლ კარპენტერი; აშშ-ის გერმანული მარშალის ფონდის უფროსი მკვლევარი და დემოკრატიის უზრუნველყოფის ალიანსის დირექტორი, ლაურა როზენბერგი; სტრატეგიული და საერთაშორისო შესწავლის ცენტრის ევროპის პროგრამის დირექტორი, ჰეზერ კონლეი და ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის პრეზიდენტი, პიტერ დორანი.

უწყების ინფორმაციით, მოსმენაზე მიწვეულმა სტუმრებმა და კონგრესმენებმა რუსეთის აგრესიული ქმედებები დაგმეს, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია. ამასთან, მათ რუსეთის აგრესიული ქმედებების, მათ შორის ტერიტორიების ოკუპაციის, პროპაგანდის, დემოკრატიული ინსტიტუტებისათვის ძირგამომთხრელი ქმედებების - საზღვარგარეთის ქვეყნების არჩევნებში ჩარევის საპასუხოდ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და მათი განხორციელების გზებზე ისაუბრეს.

“არ მგონია, ვინმე უარყოფდეს, რომ რუსეთი, პუტინის ხელმძღვანელობით მსოფლიოში მადესტაბილიზირებელი ფაქტორია. რუსეთმა განავითარა გარკვეული ინსტრუმენტები რათა ზეწოლა მოახდინოს მსოფლიოში დემოკრატიულ ქვეყნებზე და მათი გამოყენების სურვილი აჩვენა. როდესაც პუტინი ცდილობს მანევრირებას იგი უცდის, რომ ნახოს საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხი და როდესაც არაფერი ხდება იგი ვითარების ესკალაციას ახდენს. ამ მხრივ, კრემლის მიერ განვითარებული ერთ-ერთი პირველი ინსტრუმენტი იყო ეთნიკური რუსული მოსახლეობის დაცვის საბაბით საქართველოსა და უკრაინაში შეჭრა. რუსეთსა და საქართველოს შორის ღია სახის საომარი მოქმედებები 2008 წელს დაიწყო. მანამდე, პუტინმა საქართველოში რუსეთის პასპორტების დარიგება რუსეთის ინტერვენციისათვის საბაბად გამოიყენა.

ორივე ქვეყანა უკრაინა და საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან აშშ-ის სანდო მოკავშირეები არიან. მათი ტერიტორიული სუვერენიტეტის უზრუნველყოფა ევროპული უსაფრთხოებისა და ამერიკული ინტერესებისათვის არსებითია”, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი-ილინოისის შტატი).

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, ბილ კიტინგმა (დემოკრატი-მასაჩუსეტსის შტატი) ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის რეგიონების ოკუპირების თაობაზე.

მაიკლ კარპენტერის განმარტებით, კრემლმა უყოყმანოდ გამოიყენა სამხედრო ძალა მისი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, საქართველოს შემთხვევაში 2008 წელს და უკრაინის შემთხვევაში - 2014 წელს.

„ თუმცა, ახლა უკვე შეიძლება ისინი აღიარებდნენ (კრემლის ზოგიერთი სტრატეგი მაინც), რომ წარმატებული სამხედრო ქმედებაც კი, შესაძლოა სტრატეგიული მარცხით დასრულდეს. საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციების შემდეგ, ორივე ქვეყანამ იხილა კრემლი როგორც გაძლიერებული მტერი. ეს ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ გადავიდა პრეზიდენტი პუტინის გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად ფარული ზემოქმედების ოპერაციებსა, თუ „აქტიურ ზომებზე“. ამგვარი ზომების მიზანია ტკივილი მიაყენოს, ან დაასუსტოს მოწინააღმდეგე, რომელიც შესაძლოა სრულად ვერც კი გრძნობდეს, რომ შეტევის ქვეშაა“,-განაცხადა მაიკლ კარპენტერმა მოსმენისათვის წერილობით წარდგენილ მოხსენებაში.

აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო