ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის მსჯავრდებულ  დ.ღ.-ს ადვოკატი - განაჩენი პოლიტიკურია,  ახლა უნდათ სხვა არასრულწლოვნების დაჭერა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში მსჯავრდებულ დ.ღ.-ს ადვოკატის, ფრიდონ სიხუაშვილის განცხადებით, დ.ღ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

როგორც სიხუაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და განაჩენს გაასაჩივრებენ.

„ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ლელა შკუბულიანი გახდა იმ სიბინძურის მონაწილე, რაც გააკეთა პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ლელა შკუბულიანმა დღეს შეასრულა ხელისუფლების დაკვეთა. ეს არის ივანიშვილის სასამართლო, რომელიც არის კლანზე დამოკიდებული და ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილების, რასაც ხელისუფლება იღებს, უპირობოდ შემსრულებელი. უდანაშაულო დ.ღ. სცნეს დამნაშავედ და დაუნიშნეს საპატიმრო სასჯელი. არასრულწლოვანთა კოდექსიდან გამომდინარე, არაძალადობრივ დანაშაულზე მოსამართლეს ყველაფრის უფლება ჰქონდა. მოსამართლემ ჩაიდინა ყოვლად უმსგავსობა, უდანაშაულო ბავშვი გააგზავნა საპატიმროში. 6 თვე იყო უკანონო პატიმარი და დაემატა კიდევ 2 წელი და 3 თვე. მან თავისი ხელით წელიწადით და 9 თვით მოუსპო ყველანაირი განვითარების საშუალება დ.ღ.-ს. ბავშვის ყველანაირი საუკეთესო ინტერესი მოსპო ამ სასამართლომ“, - განაცხადა სიხუაშვილმა.

მისივე განცხადებით, დ.ღ.-სთვის საპატიმრო სასაჯელის შეფარდება ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა.

„ეს არის ხელისუფლების ინტერესი. ეს არის პროკურატურის ინტერესი. ეს იქნება თადუმაძის და გახარიას დიდი სირცხვილი. ჩვენ ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ. რა დროც არ უნდა დაგვჭირდეს ამ საქმეზე დადგება სიმართლე და ეცნობება საზოგადოებას“, - განაცხადა სიხუაშვილმა და დასძინა: „ეს განაჩენი იმიტომ არის პოლიტიკური, რომ ახლა უნდათ სხვა არასრულწლოვნების დაჭერა“.

„უნდათ იმ განაჩენზე თითქოს თქვან, რომ მოწმეების გამო ვერ დადგა მართლმსაჯულება. ვისზეც ამბობდნენ, რომ დ.ღ.-მ ცრუ ჩვენება მისცა, აღნიშნული პიროვნების ჩვენება მოსამართლეს საერთოდ არ აქვს გაზიარებული. თავად პროკურატურა იძახის კალანდიაზე, რომ არის უდანაშაულო. უდანაშაულო პირის მიმართ ცრუ ჩვენება როგორ უნდა მიეცა და დანაშაულში როგორ უნდა ემხილა? ამას ამბობს დაწყებული მთავარი პროკურორიდან, რიგით პროკურორამდე. თუ უდანაშაულოა, მაშინ ბრალს რაში სდებენ, რა მოიტყუა დ.ღ.-მ და სად მისცა ცრუ ჩვენება? რაც შეეხება ზაზა სარალიძესთან შეხვედრას, როგორ არ შერცხვა მოსამართლეს, რომელსაც სამჯერ მოვანიშნინე, რომ კრებსი იყო გაყალბებული, სადაც არ ეწერა დ.ღ-ს ნათქვამი, რომ ზაზა სარალიძეს შეხვდა და ესაუბრა. შკუბულიანს თავად მოვასმენინე და ჩავაწერინე კიდეც. მაშინ სად არის ზაზა სარალიძესთან დამალვა? გესაუბრებით პროკურატურის და არა დაცვის მხარის მტკიცებულებებზე“, - განაცხადა სიხუაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო