თურქეთის საზღვართან მყოფი სირიელი ლტოლვილები თურქეთს დახმარებას სთხოვენ

თურქეთის საზღვართან მყოფი სირიელი ლტოლვილები თურქეთს დახმარებას სთხოვენ. ლტოლვილები იმედგაცრუბული არიან, ვინაიდან თურქეთმა მათ დაცვაზე უარი თქვა და საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცა.

ლტოლვილები იძულებულები არიან საზღვართან ახლოს დარჩნენ. თუმცა, ამავე დროს მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა თურქეთის მხარეს გადავიდნენ და მეზობელ ქვეყანას შეაფარონ თავი.

„თურქეთი ჩვენი ერთადერთი არჩევანია დღეს. ჩვენ ვეღარ დავაყენებთ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხის წინაშე“, - განაცხადა ერთ-ერთმა სირიელმა ლტოლვილმა.

სირიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში ბოლოდროინდელი საბრძოლო მოქმედებების გამო 180 000 მოქალაქე იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. ამასთან, ბოლო ავიაიერიშებს ათობით ადამიანი შეეწირა.

თურქეთის საზღვართან მყოფი სირიელი ლტოლვილები თურქეთს დახმარებას სთხოვენ