თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის რეგიონული წარმომადგენლობა - საქართველოში AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი გაისნა. ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე დამსწრე სტუმრებს სიტყვით თსსუ-ს რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და AMEE-ს საერთაშორისო განვითარების ხელმძღვანელმა ტრევორ გიბსმა მიმართეს.

გამოსვლაში თსსუ-ის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ისაუბრა წარმომადგენლობის დაფუძნების მნიშვნელობაზე, როგორც საქართველოსთვის ასევე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის და აღნიშნა, რომ წარმომადგენლობის ამოქმედება თსსუ-ში უნივერსიტეტის საერთაშორისო ავტორიტეტსა და აღიარებაზე მეტყველებს.

"ეს არა მხოლოდ თსსუ-ის, არამედ მთლიანად ქვეყნის წარმატებაა: საქართველო სამედიცინო განათლების საერთაშორისო ცენტრი გახდა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის გზაზე. დღემდე მსოფლიოში AMEE-ს მხოლოდ 2 რეგიონული წარმომადგენლობა აქვს გახსნილი. მესამე ოფისი, უკვე საქართველოში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში - საქართველოს და ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის ქვეყნების უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებს გაუწევს კოორდინაციას სამედიცინო განათლების სტანდარტების დამკვიდრებაში. მესამე წარმომადგენლობის ამოქმედება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, მის საერთაშორისო ავტორიტეტსა და აღიარებაზე მეტყველებს. ამის საფუძველი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმატებებია სამედიცინო განათლების მოდერნიზაციის, სწავლისა და სწავლების სფეროში, თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვაში, ასევე, ეფექტური მონაწილეობა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში" - აღნიშნა პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის შეფასებით, AMEE-ს რეგიონული ცენტრის გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ხელს შეუწყობს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას სამედიცინო განათლების მსოფლიო ლიდერებთან, მათი გამოცდილების გაზიარებას და საქართველოში სწავლების, სწავლის და შეფასების თანამედროვე სტანდარტების ეფექტურ ამოქმედებას, უნივერსიტეტის საერთაშორისო რეიტინგის კიდევ უფრო ამაღლებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კი სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის, AMEE-ის ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ წარმატებაში წვლილი შეიტანა. ასევე, მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა განათლებაზე, როგორც ეროვნულ იდეაზე. მამუკა ბახტაძის თქმით, ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რათა არსებობდეს მყარი გარანტიები, რომ 21-ე საუკუნეში საქართველო იქნება წარმატებული ქვეყანა.

ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციას შორის, საქართველოში AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის გახსნის თაობაზე მემორანდუმსაც მოეწერა ხელი.

აღსანიშნავია, რომ თსსუ–ში ამჟამად 2300-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს მსოფლიოს 68 ქვეყნიდან; თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა მესამედზე მეტი – 38% უცხოელია.

საქართველოში AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ძირითად მიზანს წარმოადგენს სამედიცინო განათლების თანამედროვე მეთოდოლოგების გაზიარება, თემატური ტრენინგების ჩატარება რეგიონის უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალის, სამედიცინო განათლების ექსპერტების და სხვა დაინტერესებული სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის .

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა