იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები საბანკო ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები საბანკო ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ღონისძიება დღეს, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ გახსნეს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე. შეხვედრას ესწრებოდა 11 კომერციული ბანკის წარმომადგენელი. ესენია: ,,თიბისი ბანკი’’, ,,საქართველოს ბანკი’’, ,,ლიბერთი ბანკი’’, ,,ბაზის ბანკი’’, ,,ვითიბი ბანკი ჯორჯია’’, ბანკი ,,ქართუ’’, ,,პროკრედიტბანკი’’, ,,ფინკა ბანკი საქართველო“, ,,კრედო ბანკი”, ,,ხალიკ ბანკი’’, ,,იშ ბანკი საქართველო“.

„ბანკების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, მოსამართლეებთან შეხვედრისას ყველა აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე ესაუბრათ. განხილული იქნა სამოქალაქო სამართალწარმოებისა და პროცესუალური საკითხები. შეხვედრაში მონაწილეობდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები და სხვადასახვა ინსტანციის მოსამართლეები.

ანალოგიური ფორმატის პირველი შეხვედრა, გასული წლის ნოემბერში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრ ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლებთან გაიმართა”, - აღნიშნულია სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია