განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები ევროპის ჩემპიონატიდან წარმატებით დაბრუნებულ სამბისტთა ნაკრებს შეხვდნენ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და მოადგილე შალვა გოგოლაძე დღეს ევროპის ჩემპიონატიდან წარმატებით დაბრუნებულ სამბისტთა ნაკრებს და სამბოს ფედერაციის ხელმძღვანელობას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 16-20 მაისს, ესპანეთის ქალაქმა ხიხონმა უმასპინძლა სამბისტთა ევროპის ჩემპიონატს, რომელშიც საქართველოს ნაკრებმაც იასპარეზა და 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ - მინდია ლილუაშვილი (68 კგ), თორნიკე ჭოველიძე (62 კგ) და ელენე ქებაძე (+80 კგ). ვერცხლის მედლები ნინო ოძელაშვილმა (80 კგ) და ბექა ბერძენიშვილმა (+100 კგ) მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს მედალს ირაკლი კუპატაძე (57 კგ) და ლევან ბერბერაშვილი (52 კგ) დაეუფლნენ. საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა. „საქართველოს ნაკრებს მომავალი შეჯიბრება ელოდება მინსკში ევროპის მეორე ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც 13 სპორტსმენის შემადგენლობით გამოვა. მინსკში იჭიდავებს ვახტანგ ჩიდრაშვილიც (57 კგ) მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი, რომელმაც ხიხონში გამართული ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა, რადგან ევროპული თამაშებისთვის ემზადება. 2015 წელს, ბაქოში გამართულ ევროპის პირველ ოლიმპიურ თამაშებზე, სამბისტთა ნაკრებმა ოქროს მედლის მოპოვება ვერ შეძლო. ჯონდო მუზაშვილის გაწვრთნილი გუნდი, უმაღლესი სინჯის მედლის აღებას მინსკში შეეცდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

16-20 მაისს, ესპანეთში სამბისტთა ევროპის ჩემპიონატში გამარჯვება მოიპოვეს: მინდია ლილუაშვილმა (68 კგ) - ოქრო; თორნიკე ჭოველიძემ (62 კგ) - ოქრო; ელენე ქებაძემ (+80 კგ) - ოქრო; ნინო ოძელაშვილმა (80 კგ) - ვერცხლი; ბექა ბერძენიშვილმა (+100 კგ) - ვერცხლი; ირაკლი კუპატაძემ (57 კგ) - ბრინჯაო; ლევან ბერბერაშვილმა (52 კგ) - ბრინჯაო .

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია