ვაკის რაიონში ახალი ტიპის ტრენაჟორები კიდევ სამ მისამართზე დამონტაჟდა

ვაკის რაიონის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას განაგრძობს. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა უბანში ახალი ტიპის სატრენაჟორო კომპლექსების მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, Street Workout-ის ტიპის ტრენაჟორები დამატებით, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N34 კორპუსისა და ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის N15 კორპუსის მიმდებარედ დამონტაჟდა.

გარდა ამისა, მსგავს მოედნებზე ვარჯიშის შესაძლებლობა მოსახლეობას ასევე, ნუცუბიძის III მ/რ-ის IV კვარტლის N3 კორპუსთან და წყნეთში, ამილახვრის N23-ში აქვს.

„კომპლექსი რბილ საფარზე ე.წ. შვედურ კედელს, ღერძებსა (ტურნიკებს) და სავარჯიშო რგოლებს მოიცავს. მოედნების მონტაჟი, გამგეობის დაკვეთით, შპს „მ.მ.“-მ განახორციელა.

ვაკის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას რაიონის მასშტაბით, მომავალშიც განაგრძობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა