მამუკა ბახტაძე - არჩევნებმა შეიძლება აზრი დაკარგა უპასუხისმგებლო პოლიტიკური ე.წ ლიდერებისთვის

თუ ვინმე უკანონობაშია შემჩნეული, მას არავინ და ვერავინ დაიცავს, გამოძიება ყველაფერს გაარკვევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში შუალედური არჩევნებისას განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერები თავიანთ განწყობას არ მალავდნენ და ოფიციალურად აანონსებდნენ „არეულობას, ადუღებას“ და ა.შ.

„ისინი ამ სიტყვებით ესაუბრებიან საზოგადოებას. მათი მიზანია, გააჩინონ განცდა, რომ საქართველოში მოხდება არეულობა. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ საქართველოში ყველა არჩევნები ჩატარდება თავისუფლად და მხოლოდ ქართველი ერი მიიღებს გადაწყვეტილებას. მსგავსი განცდების შექმნით რეალურ შედეგს ვერავინ მიაღწევს. კანონი იქნება ძალიან მკაცრი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წითელი ხაზია ჩვენი სახელმწიფოსთვის. 2012 წელს, მოძალადე რეჟიმის მიუხედავად, ახალი ფურცელი ჩავწერეთ ჩვენს ისტორიაში - ხელისუფლება შეიცვალა არჩევნებით. ამით ქართული სახელმწიფოსთვის სრულიად ახალი ეპოქა დაიწყო და ამ ისტორიას უკან ვერავინ დააბრუნებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით ის, რომ „უპასუხისმგებლო“ პოლიტიკურ ლიდერებს არეულობა არ მოუწყვიათ, არ ნიშნავს იმას, რომ მათ ეს არ სურდათ. მისივე შეფასებით, ეს არის იმის დამსახურება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზეა.

„მათი ლიდერის ერთადერთი მიზანი და განზრახვა არეულობის მოწყობაა და ის ამას არ მალავს. თუმცა, სახელმწიფო ინსტიტუტები დგანან მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენ ამას არასოდეს დავუშვებთ. ჩვენთვის მთავარი პოლიტიკური მონაპოვარია არჩევნების ჩატარება თავისუფალ რეჟიმში, ძალადობის გარეშე, სხვანაირად დემოკრატია არ მუშაობს. კანონს ყველამ პატივი უნდა ვცეთ. არჩევნებმა შეიძლება აზრი დაკარგა უპასუხისმგებლო პოლიტიკური ე.წ ლიდერებისთვის, რომლებიც არასოდეს ხელმძღვანელობდნენ ეროვნული ინტერესებით და არც მომავალში აპირებენ. დიახ, ასეთ ადამიანებისთვის არჩევნები და ზოგადად, დემოკრატიის პრინციპი გამოსავალი არ არის“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა გადაცემა „რეაქციაში“.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო