ლაშა დარსალია დავით გარეჯში შექმნილ მდგომარეობაზე - სადავო ტერიტორიაზე საქართველოს თანხმობის გარეშე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდება

ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც არის საქართველოს კონტროლირებადი ან რაც არის სადავო ტერიტორია, აქ საქართველოს თანხმობის გარეშე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ „ინტერპრესნიუსს“ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანულმა მხარემ საკუთარ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიწყო გარკვეული სამუშაოები, თუმცა ამის თაობაზე კომისიის ხვალინდელ სხდომაზე უფრო დეტალურად იმსჯელებენ.

როგორც მინისტრის მოადგილემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ქართულმა მხარემ კომისიის ხვალინდელ სხდომაზე იმ ადგილის კოორდინატების წარმოდგენა მოითხოვა, სადაც გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს.

„დღეს ძირითადი ნაწილი საექსპერტო დონის შეხვედრა იყო, სადაც პოზიციები და ჩვენი არგუმენტები გავაცანით ერთმანეთს. ხვალ გაგრძელდება მუშაობა. ამიტომ რაიმე შედეგებზე ჯერ ადრეა საუბარი. საქართველოს კონტროლირებად ან რაიმე სადავო ტერიტორიაზე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდება. ჩვენ ინფორმაცია გვქონდა, რომ გარკვეული მიწის სამუშაოებს ატარებს აზერბაიჯანული მხარე. დღეს ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოვითხოვეთ. როგორც თავად ამბობენ, ისინი თავიანთ კონტროლირებად ტერიტორიაზე ატარებენ რაღაც სამუშაოებს, მაგრამ ხვალ გვექნება უფრო დეტალური ინფორმაცია, თავის კოორდინატებით და ა.შ. ახლა კი ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც არის საქართველოს კონტროლირებადი ან რაც არის სადავო ტერიტორია, აქ საქართველოს თანხმობის გარეშე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდება.

დელიმიტაციის კომისიის მუშაობის მთავარი თემა შეუთანხმებელ მონაკვეთებზე მსჯელობა. შემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით 2/3 შეთანხმებულია, 1/3 დარჩა შესათანხმებელი, მათ შორის დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორია. აქ ლაპარაკია საზღვრის გამავლობაზე და არა ვისი კუთვნილებაა ისტორიული ძეგლი. ეს კითხვის ნიშნის ქვეშაც არ დგას,“ - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

დავით გარეჯში, საქართველოს მიერ კონტროლირებად ან სადავო ტერიტორიაზე სამუშაოები არ მიმდინარეობს

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ
კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა
30 წელი ინოვაციების, განვითარებისა და მომხმარებელზე ზრუნვის გზაზე - ელიტი დაბადების დღეს აღნიშნავს
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ - ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე