მამუკა ბახტაძე - მდგომარეობა მართლაც მძიმეა და მინდა გითხრათ, რომ მაღაროელების მოთხოვნა სრულიად სამართლიანია

მდგომარეობა მართლაც მძიმეა და მინდა გითხრათ, რომ მაღაროელების მოთხოვნა სრულიად სამართლიანია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა „რეაქციაში“, ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მთავრობის მეთაური თხოვნით მიმართავს ორივე მხარეს, ინტენსიური დიალოგის შედეგად კონსესუსი მოიძებნოს, რათა საწარმომ რაც შეიძლება დროულად განაახლოს მუშაობა ახალი პირობებით.

„როდესაც ვსაუბრობთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ადგილზე ჯანდაცვის მომსახურების წვდომა, კვების გაუმჯობესება და შრომის უსაფრთხოება, ეს არის საკითხები, რომელიც მყისიერად უნდა იყოს დაკმაყოფილებული და ეს პრობლემა ზოგადად, არ უნდა დამდგარიყო. იქ არსებობს კიდევ სხვა ტიპის სოციალური მოთხოვნები, რომელსაც აქვს საფუძველი. მე ვიცი, რომ კომპანიამ გააკეთა წინადადება და მე კიდევ ერთხელ მსურს ყველას ვთხოვო, რომ ინტენსიური დიალოგის შედეგად რაღაც კონსესუსი ჩამოყალიბდეს, რომ საწარმომ რაც შეიძლება დროულად განაახლოს მუშაობა ახალი პირობებით. მაღაროელების ის მოთხოვნები, რომელიც მე პირადად ვნახე და წავიკითხე, არის სრულიად სამართლიანი. ის მიმართულებები, რომელიც მე ჩამოვთვალე, მყისიერად უმოკლეს ვადაში უნდა იყოს დაკმაყოფილებული“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ამ პროცესის გამო მაღაროელებს სამსახურის გარეშე დარჩენა ხომ არ ემუქრებათ, პრემიერმა აღნიშნა, რომ არცერთი სამუშაო ადგილი არ არის დასაკარგი.

„არცერთი სამუშაო ადგილი არ გვაქვს დასაკარგი, პირიქით - რაც შეიძლება მეტი უნდა შევქმნათ. ეს არის ჩემი სულისკვეთება. აქედან გამომდინარეა სწორედ ჩემი თხოვნაც. კომპანიამ გააკეთა წინადადება. ახლა აუცილებელია ემოციების გარეშე მოხდეს სწრაფი მოლაპარაკებები, კონსესუსის გამოძებნა, რომ საწარმომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს ფუნქციონირება, ამ ადამიანებმა განაახლონ სამუშაო პროცესი და აიღონ ხელფასი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო