მამუკა ბახტაძე - თუ იქნება ჩამორჩენა დაგეგმილ ტემპებზე, ბუნებრივია, საკადრო გადაწყვეტილება არ დააყოვნებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უახლოეს მომავალში მინისტრების შეცვლას არ გეგმავს, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს გეგმა და თითოეული ინიციატივა, რომელიც მოსახლეობის წინაშე აღებული პასუხისმგებლობაა, მოიცავს უკვე დაწყებულ რეფორმებს, რომელთა ნაწილი 2019 წელს, ნაწილი კი 2020 წელს უნდა განხორციელდეს.

„მე მინდა შედეგი, ისევე, როგორც მოსახლეობას და თითოეულ ჩვენგანს. ამ რესურსის მართვას, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაშია, სჭირდება ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტიული მენეჯმენტი და ჩვენი გუნდის თითოეულმა წევრმა ეს კარგად იცის. თუ იქნება ჩამორჩენა დაგეგმილ ტემპებზე, ბუნებრივია, საკადრო გადაწყვეტილება არ დააყოვნებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო