შსს-მ სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით თბილისსა და წალკაში 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, სამართალდამცველებმა თბილისში დააკავეს 1991 წელს დაბადებული ა.ნ., წალკაში კი -1983 წელს დაბადებული თ.ქ. და 1986 წელს დაბადებული თ.მ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, ცრუ ჩვენება მისცეს იმ პირთა სასამართლო პროცესებზე, რომლებსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში - „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობასა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაში ედებათ ბრალი.

გამოძიება სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

თბილისსა და წალკაში დააკავეს 3 პირი, რომელთაც ცრუ ჩვენება მისცეს იმ პირთა სასამართლო პროცესებზე, რომლებსაც "ქურდული სამყაროს" წევრობაში ედებათ ბრალი

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს