„თავისუფალი საქართველო“ - სანდრო გირგვლიანის და ნორა კვიციანის საქმის მოსამართლეები თანამდებობაზე ხელახლა დაინიშნენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 მაისს სხვადასხვა პოზიციებზე გამწესებულ მოსამართლეთა შორის არიან: ნაირა გიგიტაშვილი (სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე), დავით კეკენაძე (ნორა კვიციანის საქმის მოსამართლე) და კობა გოცირიძე (მოსამართლე, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი 126 მლნ ლარით დააჯარიმა სატელიტური თეფშების საქმეზე 2012 წელს), - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ხელისუფლება ცდილობს თანამდებობებზე სამარცხვინო მოსამართლეები დანიშნოს.

„თავისუფალი საქართველო“ 2013 წლიდან აპროტესტებს დანაშაულებრივი სისტემის მოსამართლეების სხვადასხვა მაღალ პოზიციაზე გამწესებას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას რამდენჯერმე მოუწია ზოგიერთი კანდიდატურის უკან გაწვევა (მაგ: კეკენაძის კანდიდატურისა 2018 წელს), როგორც ჩანს, მმართველი გუნდი კვლავ ცდილობს „გააპაროს“ ეს სამარცხვინო კანდიდატურები.

სრულიად აშკარაა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებული შემადგენლობისგან საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს სასიკეთო მოლოდინები, მით უფრო მას შემდეგ, რაც სასამართლოში მოქმედი კლანი, კობახიძე-ზარდიაშვილის ხელშეწყობით, აღიჭურვა გაფართოებული უფლებამოსილებებით.

„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში შექმნილი კრიზისიდან გამოსავლის ერთადერთი გზა - იუსტიციის საბჭოს დაშლა და მოსამართლეთა კორპუსის ძირეული განახლებაა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს