ვანო ზარდიაშვილი შალვა შავგულიძეს - ვიდრე ალანიაც თქვენი პარტიის წევრი გახდება,  გვითხარით, ვინ იყვნენ იმ სისტემაში, ვინც სანდრო გირგვლიანი მოკლა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის გამოწვევის ინიციატივის განხილვა უმრავლესობასა და ოპოზიციონერ დეპუტატთა შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.

განსახილველად წარდგენილ დადგენილების პროექტზე მსჯელობას პოლიტიკური ურთიერთბრალდებები მოჰყვა. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძახა, რაც დეპუტატებმა დავით მათიკაშვილმა და ვანო ზარდიაშვილმა „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებს შალვა შავგულიძეს მოსთხოვეს პასუხი კითხვაზე, თვლის თუ არა ის ბაჩო ახალაიასა და ვანო მერაბიშვილს პოლიტიკურ პატიმრებად. ზარდიაშვილმა შავგულიძეს ასევე მიმართა, რომ ის ახლა ერთ გუნდშია იმ ადამიანებთან, ვისზეც ამბობდა, რომ სისტემას ებრძოდა.

„ვიდრე ალანიაც თქვენი პარტიის წევრი გახდება, გვითხარით, ვინ იყვნენ იმ სისტემაში, ვინც სანდრო გირგვლიანი მოკლა და ვინ იყო სისტემა, ვისზეც ამბობთ, რომ მის წინააღმდეგ იბრძოდით“, - მიმართა ვანო ზარდიაშვილმა შალვა შავგულიძეს.

ზარდიაშვილს ამის პასუხად დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განუცხადა, რომ თავად წინა ხელისუფლებაში პატარა ჭანჭიკი იყო და ახლაც პატარა ჭანჭიკია.

დაპირისპირების შემდეგ კომიტეტმა "ევროპული საქართველოს" ინიციატივას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის გაწვევის თაობაზე კენჭი უყარა, თუმცა საკითხი უმრავლესობის გადაწყვეტილებით არ იქნა მხარდაჭერილი.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო