დავით საგანელიძე - არც ერთ პროექტში „საპარტნიორო ფონდი“  მმართველი კომპანია არ არის, გარდა სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანისა“

არც ერთ პროექტში ჩვენ მმართველი კომპანია არ ვართ გარდა ერთისა, ეს არის სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ ,- ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური განვითარების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

საგანელიძის თქმით, საპარტნიორო ფონდს მოუწია „ბორჯომი-ლიკანის“ მართვაში შესვლა. თუმცა ეს სწორი არა არის და უკვე მომზადებულია დოკუმენტაცია სასტუმროს გასაყიდად, მოლაპარაკებებს კი ფონდი სამ სასტუმროსთან აწარმოებდა.

„ ჩვენ არც ერთ პროექტში არ შევდივართ , როგორც საკონტროლო პაკეტის მფლობელები. ჩვენ ვართ მინორიტარი მეწილეები და არც ერთ პროექტს ჩვენ არ ვმართავთ. არც ერთ პროექტში ჩვენ მმართველი კომპანია არ ვართ გარდა ერთისა, ეს არის სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ , ყოფილი „რიქსოსი“ . მოხდა ისე, რომ გამოვისყიდეთ „ყაზმუნაი გაზის“ 50%-იანი წილი. უკვე მომზადებული გვაქვს საბოლოო დოკუმენტი გასაყიდად გამოსატანად. ჩვენი საქმე არ არის მართვა. არ არის სწორი ის რასაც დღეს ვაკეთებთ, გვინდა არ გვინდა, ეს სასტურო ავიღეთ მართვაში, მაგრამ ახლავე გამოგვაქვს გასაყიდად. მოლაპარაკებები გვქონდა Marriott-თან, intercontinental-თან, swiss hotel-თან და იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო წინ წავიწევთ,“-აცხადებს საგანელიძე.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს