აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით გარეჯის შესახებ კომენტარს აკეთებს

„ქეშიკჩიდაღის“ საზღვრის მონაკვეთი დაცულია აზერბაიჯანისა და საქართველოს სასაზღვრო სამსახურების მიერ. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვმა განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო სამართლის თანახმად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აზერბაიჯანის რესპუბლიკა და საქართველო ავტომატურად გახდნენ იმ ადმინისტრაციული საზღვრების სამართალმემკვიდრეები, რომლებიც მათ შორის არსებობდა. შედეგად, ეს გახდა სახელმწიფო საზღვრები და მათზე კონტროლი დაიწყეს ორი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურებმა.

„ქეშიკჩიდაღის“ ნაკრძალის ტერიტორიაზე მღვიმეებისკენ გადაადგილება, ქართული მხარის მოთხოვნით და ურთიერთ შეთანხმებით, ქართველი მომლოცველების მიერ ხდებოდა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების კონტროლქვეშ. ეს დღესაც ასეა. რაც შეეხება სამეურნეო და სხვა სამუშაოებს საკუთარ ტერიტორიაზე, ეს ყველა ქვეყნის სუვერენული უფლებაა“ - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ