"ტერაბანკმა" იურიდიული პირების ინტერნეტბანკი განაახლა

"ტერაბანკის" ბიზნესკლიენტები ამიერიდან განახლებული და კიდევ უფრო მრავალფეროვანი ფუნქციონალის ინტერნეტბანკით ისარგებლებენ. განახლების შედეგად, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დისტანციური მომსახურების არხის დიზაინი კიდევ უფრო დაიხვეწა, ინტერფეისი კი გაცილებით მოსახერხებელი გახდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალი და მთლიანად მომხმარებლების თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული ფუნქციონალი, რომელიც მათ ყველა საჭიროებას ითვალისწინებს. მაგალითად, განახლებული ინტერნეტბანკის დახმარებით ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობა აქვთ, არა მარტო მარტივად შეასრულონ სასურველი საბანკო ოპერაციები, არამედ მართონ უფლებამოსილი პირების უფლებები, შეასრულონ კონვერტაცია სპეციალური შეღავათიანი კურსით, გაიაქტიურონ სასურველი პროდუქტები დისტანციურად, დააზღვიონ ბიზნესბარათი და ა.შ.
„თანამედროვე ბიზნესპროცესების ეფექტიანად წარმართვისთვის დახვეწილი და გამართული დისტანციური საბანკო მომსახურების არხები ძალიან მნიშვნელოვანია. "ტერაბანკისთვის" მცირე და საშუალო ბიზნესი სტრატეგიული სეგმენტია, ამიტომ იურიდიული პირებისთვის განკუთვნილი ინტერენტბანკის სრულყოფის პროცესში განსაკურებული ძალისხმევა ჩავდეთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროდუქტი მათ მოწონებას დაიმსახურებს“, - აცხადებენ "ტერაბანკში".
განახლებული ინტერნეტბანკი მარტივი ნავიგაციითაც გამოირჩევა: ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც იურიდიულ პირებს ყოველდღიურ რეჟიმში ესაჭიროებათ, ინტერნეტბანკის მთავარ გვერდზეა თავმოყრილი.
ინტერნეტბანკისა და სხვა დისტანციური მომსახურებების სრულყოფის პროცესს "ტერაბანკი" კვლავაც გააგრძელებს.
(R)
























