ირაკლი კობახიძე ლიეტუვას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 29-31 მაისს სამუშაო ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე შეხვედრებს ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარესთან, ვიქტორას პრანცკიეტისთან, პრემიერმინისტრ საულიუს სკვერნელისთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩუსთან და ეროვნული თავდაცვის მინისტრ რაიმუნდას კარობლისთან გამართავს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები ბალტიის ასამბლეის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას. ირაკლი კობახიძე კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით გახსნის.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში სოფიო ქაცარავა, თამარ ხულორდავა, ბექა ოდიშარია, გიორგი მოსიძე, გიორგი კანდელაკი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს