ანონსი 29 მაისი

29 მაისს, 10:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ადვოკატები გიგი სისვაძე და დავით მეტრეველი პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: „საქართველოს ბანკის“ („სოლო“ ბარათების) ანგარიშებიდან სოლიდური თანხების მითვისების ფაქტები ჰაკერების მეშვეობით. ადვოკატების მტკიცებით, ბანკი ანგარიშების უსაფრთხოებას ვერ იცავს. მომხმარებლები ანგარიშების გატეხვის საფრთხის წინაშე. პრესკონფერენციას ერთ-ერთი დაზარალებული სოსო სეფაშვილიც დაესწრება.

მის: ა.წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო: 593 53 45 24

29 მაისს, 10:30 საათზე, გაიმართება USAID-ის ზრდა პროექტისა და RDFG-ის ერთობლივი რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის გახსნა. ღონისძიებას დაესწრებიან USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი, USAID-ის ზრდა პროექტის ხელმძღვანელი და RDFG-ის თავჯდომარე, ასევე, პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციები: აწარმოე საქართველოში, შემოქმედებითი საქართველო, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი და ეროვნული ბანკი.

მის: სასტუმრო რუმსი, ივენთ რუმი. საკონტაქტო პირი: 598 94 00 04

29 მაისს, 10:30 საათზე, სილიკონ ველი თბილისის სივრცეში გაიმართება გლობალური სტარტაპ ფონდის პრეზენტაცია. სილიკონ ველი თბილისის და ისრაელის სილიკონ ვადის პარტნიორობის ფარგლებში, გლობალური სტარტაპ ფონდი ქართულ სტარტაპებს მრავალმილიონიან ინვესტიციასთან უხსნის წვდომას. ღონისძიებას დაესწრებიან სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

მის: ჭავჭავაძის გამზ. #82.

საკონტაქტო: ნატა კიზივაძე 599 28 06 06

29 მაისს, 11:00 საათზე, მერიაში თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ჟ.შარტავას N7

29 მაისს, 11:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

29 მაისს, 11:00 საათზე, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშროლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მის.: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული შენობა, შენობა F, N 303 აუდიტორია

საკონტაქტო: ლიკა ბაბლუანი 558933572

29 მაისს, 11:00 საათზე, მთაწმინდის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი ლევან იოსელიანი პრესკონფერენციას გამართავს, სადაც გააკეთებს განცხადებას, თუ ვის დაუჭერს მხარს არჩევნების მეორე ტურში.

მის: მეგრელიძის 16.

საკონტაქტო: 599 85 47 22

29 მაისს, 11:00 საათზე, გლობალური ფონდი შიდსის პროგრამის ფარგლებში, პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულებებს ავტომობილები გადაეცემა. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე დაესწრებიან.

მის: დაავადებათა კონტროლის ცენტრი - კახეთის გზატკეცილი, #99

საკონტაქტო : სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70; ნინო მამუკაშვილი - 595 95 61

29 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე, გიგა კობალაძე, ასოციაციის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საავტორო უფლებების სფეროში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.

მის: კოსტავას ქ 63, მეორე სადარბაზო, მეორე სართული

29 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

29 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი გახსნის დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას - „საქართველოს დამფუძნებელი კრება - ქართული პარლამენტარიზმის გამოცდილება“.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

29 მაისს, 12:00 საათზე, "2020NEWS"-ის პრესკლუბში, გახმაურებული სისხლის სამართლის საქმის ადვოკატები, ნიკა სადრაძე, ლაშა ცუცქირიძე და მაგამედ ისმაილოვი პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: მკვლელობის ბრალდებით რუსეთში დაკავებული ემინ ახმედოვი და გუსეილ ისკანდეროვი რუსეთიდან საქართველოში ექსტრადირებას და აქ გასამართლებას მოითხოვენ.

მის.: პეკინის ქ.#34 (ბიზნეს ცენტრი "საბურთალო"), მე-3 სართული (302)

საკონტაქტო: 514 33 49 49

29 მაისს, 13:00 საათზე, "2020NEWS"-ის პრესკლუბში ბიზნესმენი გივი ჩეჩელაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: დავა მეწილეებს შორის და მიკერძოებული სამართალდამცავი უწყებები

მის.: პეკინის ქ.#34 (ბიზნეს ცენტრი "საბურთალო"), მე-3 სართული (302)

საკონტაქტო: 514 33 49 49

29 მაისს 13:00 საათზე, მარნეულის საზოგადოებრივ კოლეჯში გაიმართება შეხვედრა დაგროვებითი საპენსიო სქემის შესახებ. საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ვაჟა ჯაფოშვილი დასაქმებულებს წარუდგენს დაგროვებითი საპენსიო სქემის შესახებ პრეზენტაციას. დამსწრეებს სქემის მონაწილეობის პროცედურებზე, ბენეფიტებზე და საერთაშორისო გამოცდილებაზე გაუზირებს ინფორმაციას. შეხვედრა ინტერაქტიული იქნება და მონაწილეებს ყველა არსებულ კითხვაზე გაეცემათ პასუხი.

საკონტაქტო: მაგდა კოტრიკაძე 599070907

29 მაისს, 13:00 საათზე, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის დასრულებისთანავე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება.

მის: საქართველოს ეროვნული ბანკი, სანაპიროს #2, მე-5 სართული

29 მაისს 13:30 საათზე , „ენერგეტიკის ახალგაზრდული კონფერენცია“ გაიმართება

მის: ი. ჭავჭავაძის გამზირი #32, აუდიტორია B201

29 მაისი, 14:00 საათზე, ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: უსაფრთხოების კამპანია ყველა უბანში - ბუნებრივ აირთან დაკავშირებით არსებული კატასტროფული ვითარება და ნაღმები, რომელიც ყოველ დღე გვხვდება.

მის.: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

29 მაისს, 14:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლისა და პოლიტიკის სკოლისა და თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

29 მაისს, 17.00 საათზე, თსუ და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში, ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ალბომის - „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“ პრეზენტაციას გამართავს.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. N,. თსუ, I კორპუსი, 107-ე აუდიტორია

29 მაისს, 17:00 საათზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე ამომრჩევლებთან შეხვედრას გამართავს.

მის: სულხან-საბას სკვერი, ბესიკის ქუჩა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა