გლობალური ფონდის, აივ ინფექცია/შიდსის პროგრამის ავტოპარკი განახლდა

გლობალური ფონდის, აივ ინფექცია/შიდსის პროგრამის ავტოპარკი განახლდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სათემო სერვისების გაუმჯობესების მიზნით, 16 ავტომობილი პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებს გადაეცა.

ცერემონიას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ესწრებოდნენ.

შიდსის პროგრამის განხორციელების ცენტრები ქვეყნის 16 ქალაქში მდებარეობს, ხოლო მობილური ჯგუფებით მოცვა 55 ქალაქს/დაბას სცდება. ასეთი ინტენსიური დატვირთვის პირობებში გამართული ავტოპარკის არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროგრამის წარმატებული განხორციელებისთვის.

ახალი ავტომობილები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს შიდსით დაავადებული პაციენტებისთვის მედიკამენტების მიწოდებას რეგიონებში მობილური ბრიგადების მეშვეობით, ხელს შეუწყობს მკურნალობიდან დაკარგული პაციენტების მოძიებას და მათ კვლავ ჩართვას პროგრამაში. ასევე, ხელს შეუწყობს აივ ინფექციის პრევენციული სერვისების მიწოდების და ტესტირების გეოგრაფიული ბარიერის მოხსნას შიდსის მაღალი რისკის მქონე პირებისთვის, მათ შორის ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებისთვის.

8 ავტომობილი გადაეცემა სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრს, 4 - საქართველოს ზიანის შემცირების ქსელს და 1 შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდს.

3 ავტომობილი გადაეცა დაავადებათა კონტროლის ცენტრს რეგიონული ზედამხდველობის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის, მათ შორის გლობალური ფონდის პროგრამების მონიტორინგის, სამი დაავადების (აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზისა და C პეპატიტის) ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამის და სხვა სახ პროგრამების მონიტორინგისა და ზედამხედველობის გაუმჯობესების მიზნით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს