განათლების მინისტრის მოადგილე უსაფრთხო სკოლების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნათია ზედგინიძე და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე უსაფრთხო სკოლების მე-3 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ.

მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენცია გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP), ნორვეგიისა და ესპანეთის მთავრობების მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ესპანეთის ქალაქ პალმა დე მალიორკაში იმართება.

მათივე ცნობით, საერთაშორისო კონფერენციაზე საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს განიხილავენ და სხვადასხვა ქვეყანაში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობენ.

კონფერენციაში მონაწილეობენ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯოზეფ ბორელი, UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორი ჰენრიეტა ფორე, გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ბავშვთა და შეიარაღებული კონფლიქტების საკითხებზე, ასევე დასავლეთის ქვეყნების მთავრობების, ასევე, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების მაღალი რანგის წარმომადგენლები.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია