დავით ზალკალიანი აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე და აზერბაიჯანის დიპლომატიურ სამსახურს 100 წლის იუბილე მიულოცა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები და უახლოესი მეზობლები არიან.

მინისტრის თქმით, ორ ქვეყანას საერთო ღირებულებები, ისტორია და წარსული აკავშირებს.

„ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ორივე ქვეყანა იყოს გაბრწყინებული, და ორივე ქვეყანა იყოს ღირსეულად წარმოდგენილი საერთაშორისო თანამეგობრობაში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობას, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოსა და აზერბაიჯანის ფუნქციას რეგიონში. „მე დარწმუნებული ვარ რომ ის თანამშრომლობა რომელიც არსებობს, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება და კიდევ უფრო მეტ ხელშესახებ შედეგს მოუტანს ორივე ქვეყანას, ჩვენ ერთად უნდა მივაღწიოთ ძალიან ბევრ გამარჯვებას მომავალში“, -აღნიშნა მინისტრმა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მიერ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მიღებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს