გია ხუხაშვილი - ყველაზე მეტად იმის  მეშინია,  რომ არც ანაკლიის პორტის  პროექტი  განხორციელდება და არც ფოთის პორტში  გაკეთდება რამე

ეს არის კონკურენტული ბრძოლა არც თუ ისე ჯანსაღი მეთოდებით და ამაში, რაც მთავარია, გარეულია პოლიტიკა - ეს კი საბოლოო ჯამში ზიანის გარდა სახელმწიფოსთვის არაფრის მომტანია, - ასე შეაფასა „ინტერპრესნიუსთან“ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებართვა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ა ანაკლიის კონსორციუმს ინვესტორებთან ურთიერთობაში ხელს შეუშლის, თუმცა, თავის მხრივ, ანაკლიის პორტის მშენებლობაც ფოთის პორტს ტვირთების გარეშე დატოვებს.

„ანაკლის პორტის პროექტი არის ფინანსური პაკეტის შექმნის ფაზაში, რასაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთები, ბუნებრივია როდესაც ასეთი ალტერნატიული პროექტი ცხადდება, ეს ასუსტებს კონსორციუმის შესაძლებლობებს, ინვესტორების მოზიდვასთან დაკავშირებით და მის შანსებს. მეორე მხრივ წმინდა ფორმალური გაგებით, რა უნდა იყოს სადაო?! ეს ფოთის პორტის გადასაწყვეტია, მათ უნდათ ასეთი პორტის აშენება - პრინციპში ეს მათი კანონიერი უფლებაა. ხელისუფლებაც პრინციპში ვერც აუკრძალავდა ფოთის პორტს ან რა ფორმალური საფუძვლით უნდა აეკრძალა?! ასე რომ, აქ პრეტენზიების წაყენება ძალიან საფრთხილოა ვინმესთან“, - განაცხადა ხუხაშვილმა და იქვე გამოთქვა ვარაუდი რომ შესაძლოა, საბოლოოდ ორი პორტიდან არც ერთი არ აშენდეს.

„მე ყველაზე მეტად მეშინია იმის, რომ არც ანაკლიის პორტის პროექტი განხორციელდება და არც ფოთის პორტშიც გაკეთდება რამე - რისი თეორიული შანსებიც არსებობს. ფოთის პორტის ეს განაცხადი რეალისტურია, თუ გათვლილია იმაზე, რომ არ შედგეს ანაკლია, ამას მოვლენების შემდგომი განვითარება აჩვენებს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე ესაჭიროება თუ არა ქვეყანას ორი ღრმაწყლოვანი პორტი ექსპერტი ამბობს, რომ „ეს ავანტურისტული თამაში საერთოდ არ უნდა წამოწყებულიყო“.

„ტვირთების მხრივ არსებული ინფრასტრუქტურა უკვე საკმარისია. ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი არა ტვირთბრუნვითაა განპორობებული, არამედ ლოჯისტიკური ცენტრის განვითარებით, შესაბამისი ინდუსტრიული პოტენციალის განვითარებით, გლობალური უსაფრთხოების სისტემაში რაღაც თანამონაწილეობით. უფრო სხვა თემებია წინა პლანზე, ვიდრე თვითონ ტვირთბრუნა საკუთრივ პორტში. ფოთის პორტზეც შემიძლია ვთქვა რომ არანაირი საჭიროება არ ჰქონდა განვითარების, უბრალოდ ანაკლიის პორტის მშენებლობა კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა ფოთის პორტისთვის, ის დაკარგავდა ტვირთებს და შეგვეძლო შეგვება ბანტი... პრობლემა კი უფრო ღრმა იქნებოდა, რადგან ფოთის პორტზეა მიბმული მთლიანად ქალაქი ფოთი. ასე რომ რთული საკითხია ცალსახად იმის გარკვევა, ვინ მართალია და ვინ მტყუანი. სჯობდა, ეს საკმაოდ ავანტიურიტული თამაში საერთოდ არ წამოწყებულიყო ქვეყანაში“- დასძინა ხუხაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო