ირაკლი კობახიძე ლიეტუვაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც დელეგაციასთან ერთად, ლიეტუვაში იმყოფება, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს მიღებაზე, რომელიც საქართველოს საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული, ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს სიტყვით მიმართა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული დღესასწაული მიულოცა. მათივე ინფორმაციით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეკრებილებს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე განვლილი გზა შეახსენა და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერისა და თანადგომის მნიშვნელობას და ლიეტუვის რესპუბლიკას მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„ბედნიერი ვარ რომ ლიეტუვაში საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს. საქართველოსა და ლიეტუვას, ქართველ და ლიეტუველ ერს შორის მეგობრობა განსაკუთრებულია და ამ მეგობრობას სოლიდური ისტორიული საფუძველი აქვს.

დღეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ. 100 წლის წინ საქართველომ რუსეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხისთვის. სამწუხაროდ, ეს დამოუკიდებლობა მხოლოდ სამი წელი გაგრძელდა, მაგრამ მოგვიანებით, სამი დეკადის გასვლის შემდეგ, მოვახერხეთ დამოუკიდებლობა აღგვედგინა. ჩვენი ეს ისტორია ძალიან ჰგავს ლიეტუვის ისტორიას. ლიეტუველების ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის დაიწყო მე-19 საუკუნეში და ეს სურათი ჰგავს საქართველოს ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის. ქართველები და ლიეტუველები მხარდამხარ იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის, კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ და ეს ბრძოლა იყო წარმატებული. ახლა ლიეტუვა განვითარების საუკეთესო მაგალითია ჩვენთვის“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მიღებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს ლიეტუვის პარლამენტის თავმჯდომარემ, ვიქტორას პრანცკიეტისმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში, ლევან ღვაჩლიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა