ტერაბანკი ფილიალების განახლებას „ფინანსური სახლის“ კონცეფციით აგრძელებს

ტერაბანკის განახლებულ ფილიალებს კიდევ ერთი, ამჯერად ვაკის სერვისდესკი შეემატა. „ფინანსური სახლის“ კონცეფცია ახლა უკვე ჭავჭავაძის N43-ში მდებარე ფილიალში მისულ მომხმარებლებსაც დახვდებათ.

„ფინანსური სახლის“ თანამედროვე, განსხვავებული ინტერიერი, მყუდრო გარემო და მეგობრული პერსონალი სტუმრებს განსაკუთრებულ კომფორტს შეუქმნის. ამას გარდა, სერვისდესკი მომხმარებლებს მათზე მორგებულ საბანკო მომსახურებებსა და პროდუქტებსაც შესთავაზებს.

„ფინანსური სახლის“ კონცეფციას ტერაბანკის მომხმარებლების მხრიდან ძალიან პოზიტიური გამოხმაურება აქვს. ფილიალებში მოსული ადამიანები მუდმივად აღნიშნავენ, რომ ეს არის განსხვავებული გარემო, რომელშიც საბანკო ოპერაციების შესრულება უაღრესად სასიამოვნოა. ვაგრძელებთ ამ კონცეფციის განვითარების პროცესს, რათა სასურველი სერვისი მათთვის მოსახერხებელ ადგილას და მაქსიმალურად კომფორტულად რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს “, - აღნიშნავენ ტერაბანკში.

„ფინანსური სახლის“ კონცეფცია ტერაბანკმა 2016 წელს დანერგა. იგი მომხმარებლებისთვის საბანკო მომსახურების კომფორტულ და მყუდრო გარემოში გაწევას ითვალისწინებს. ფილიალების ახალი კონცეფციით განახლება მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა