ადვოკატი - მზად ვართ, ოთარ ფარცხალაძის უდანაშაულობა დავამტკიცოთ

ჩვენ მზად ვართ, წარდგენილ ბრალდებაში ოთარ ფარცხალაძისა და მიხეილ ჩოხელის უდანაშაულობა დავამტკიცოთ, ვინაიდან ბრალი აბსურდულია, - ამის შესახებ ბრალდებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ფარცხალაძისა და ჩოხელის ბრალეულობა არ დასტურდება.

"კონკრეტულ შემთხვევაში, "ელ ცენტროს" ინციდენტში, დაცვის მხარე პირთა უდანაშაულობას დაამტკიცებს. არ დასტურდება ქმედება, რომელსაც პირს, ან პირთა ჯგუფს ედავებიან.საქმეში არსებული მტკიცებულებები, როგორც დაცვის მიერ, ასევე ბრალდების მიერ წარდგენილი, სასამართლოს მხრიდანაა შესაფასებელი. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საქმეზე სასამართლო ობიექტური იქნება და სამართლიანად შეაფასებს წარდგენილ ბრალდებას.

ბრალდება რაზე აპელირებს არ ვიცი, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ საქმეზე სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილება გამამართლებელი განაჩენია. ჩვენ მზად ვართ, წარდგენილ ბრალდებაში ოთარ ფარცხალაძის და მიხეილ ჩოხელის უდანაშაულობა დავამტკიცოთ, ვინაიდან ბრალი აბსურდულია", -განაცხადა მოსიაშვილმა.

კითხვაზე, იტყუება თუ არა დაზარალებული ყოფილი აუდიტორი ლაშა თორდია, ადვოკატი პასუხობს, რომ "სასამართლოს შესაფასებელია რამდენად სწორ, ან სამართლიან პოზიციას აფიქსირებს თორდია".

შემდეგი სასამართლო სხდომა, 18 ივნისს, 15:00 საათზე გაიმართება.

ფარცხალაძეს სახელმწიფო ბრალდება ყოფილი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემას ედავება.

დაზარალებული ლაშა თორდია საქართველოში არ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას განცხადებით, მას თავს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაესხა და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას ეხებოდა.

ოთარ ფარცხალაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ცემას გულისხმობს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ადვოკატი - მზად ვართ, ოთარ ფარცხალაძის უდანაშაულობა დავამტკიცოთ

ჩვენ მზად ვართ, წარდგენილ ბრალდებაში ოთარ ფარცხალაძისა და მიხეილ ჩოხელის უდანაშაულობა დავამტკიცოთ, ვინაიდან ბრალი აბსურდულია, - ამის შესახებ ბრალდებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ფარცხალაძისა და ჩოხელის ბრალეულობა არ დასტურდება.

"კონკრეტულ შემთხვევაში, "ელ ცენტროს" ინციდენტში, დაცვის მხარე პირთა უდანაშაულობას დაამტკიცებს. არ დასტურდება ქმედება, რომელსაც პირს, ან პირთა ჯგუფს ედავებიან.საქმეში არსებული მტკიცებულებები, როგორც დაცვის მიერ, ასევე ბრალდების მიერ წარდგენილი, სასამართლოს მხრიდანაა შესაფასებელი. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საქმეზე სასამართლო ობიექტური იქნება და სამართლიანად შეაფასებს წარდგენილ ბრალდებას.

ბრალდება რაზე აპელირებს არ ვიცი, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ საქმეზე სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილება გამამართლებელი განაჩენია. ჩვენ მზად ვართ, წარდგენილ ბრალდებაში ოთარ ფარცხალაძის და მიხეილ ჩოხელის უდანაშაულობა დავამტკიცოთ, ვინაიდან ბრალი აბსურდულია", -განაცხადა მოსიაშვილმა.

კითხვაზე, იტყუება თუ არა დაზარალებული ყოფილი აუდიტორი ლაშა თორდია, ადვოკატი პასუხობს, რომ "სასამართლოს შესაფასებელია რამდენად სწორ, ან სამართლიან პოზიციას აფიქსირებს თორდია".

შემდეგი სასამართლო სხდომა, 18 ივნისს, 15:00 საათზე გაიმართება.

ფარცხალაძეს სახელმწიფო ბრალდება ყოფილი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემას ედავება.

დაზარალებული ლაშა თორდია საქართველოში არ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას განცხადებით, მას თავს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაესხა და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას ეხებოდა.

ოთარ ფარცხალაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ცემას გულისხმობს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია