გენერალური პროკურორი - მჯერა, რომ ჩვენ მომავალში უფრო მოტივირებული გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას ღირსებით, ცოდნით, თავისუფლებით

ვაპირებთ შევთავაზოთ ჩვენს პარტნიორებს სხვადასხვა ფორმატები, რათა საქართველო იყოს რეგიონალურ სისტემაში ტრანსნაციონალური დანაშაულის ბრძოლის ნაწილში ძალიან ეფექტური ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ პროკურატურის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც თადუმაძემ აღნიშნა, უკანასკნელი წლების განმავლობაში, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველომ შეძლო რამდენიმე სერიოზული ტრანსნაციონალური დანაშაულის მიმართულებით განეხორციელებინა საპროკურორო ზედამხედველობა.

„ძალიან დიდი პატივია წარმოვადგენდე უწყებას, რომელმაც შეძლო უკანასკნელი წლის განმავლობაში ესოდენ მნიშვნელოვანი შეთანხმება გაეფორმებინა „ევროჯასტთან“. წლების მანძილზე მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა ამ უწყებამ და დღეს ჩვენ ვართ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ევროპული სისტემის აბსოლუტურად დამოუკიდებელი სახელმწიფო სისტემა. ბატონო გამომძიებლებო და ბატონო პროკურორებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს. გისურვებთ წარმატებას, ცოდნას და გისურვებთ, რომ იმ მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც აკეთებთ, გქონდეთ მაქსიმალური საპროკურორო დამოუკიდებლობა. ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე უკანასკნელი წლების განმავლობაში შევძელით რამდენიმე სერიოზული ტრანსნაციონალური დანაშაულის მიმართულებით განგვეხორციელებინა საპროკურორო ზედამხედველობა და ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ შეთანხმების გაფორმებიდან ძალიან მალე დავამტკიცეთ, რომ ვართ ძალიან ღირსეული პარტნიორები. მომავალშიც ვაპირებთ ამ მიმართულებით აქტიურები ვიყოთ და შევთავაზოთ ჩვენს პარტნიორებს სხვადასხვა ფორმატები, რათა საქართველო იყოს რეგიონალურ სისტემაში ტრანსნაციონალური დანაშაულის ბრძოლის ნაწილში ძალიან ეფექტური ქვეყანა“, - აღნიშნა თადუმაძემ.

რაც შეეხება შიდა სიტუაციას, როგორც თადუმაძემ აღნიშნა, ბუნებრივია, პრობლემები არსებობს.

„მე სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებთან მიმართებაში ჩვენმა პროკურორებმა შეძლეს წარდგენილი ბრალდებები დაემტკიცებინათ და დამნაშავეები, რომლებიც მართლმსაჯულების წინაშე იყვნენ წარდგენილი, შესაბამისი ადეკვატური სასჯელით იქნენ გასამართლებულები. ბუნებრივია, პრობლემები არსებობს, მაგრამ დღეს ვართ ჩვენ სისტემა, რომელსაც კონსტიტუციურად დამოუკიდებლობა მოგვენიჭა და ამ ფონზე ჩვენ მოვკიდეთ ხელი უმნიშვნელოვანეს რეფორმას - პროკურატურისს დეცენტრალიზაციის რეფორმას, განგრძობადი განათლების რეფორმას და კარიერის დაგეგმვას.

ამიტომ ძალიან მტკიცედ მწამს და მჯერა, რომ ჩვენ მომავალში უფრო მოტივირებული გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას ღირსებით, ცოდნით, თავისუფლებით. ძალიან მეიმედებით და მეამაყებით“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?