შალვა თადუმაძე - პროკურატურაში მიმდინარე რეფორმა უზრუნველყოფს სწრაფი გადაწყვეტილების  უნარიანობას და საპროკურორო საქმიანობის მყარ დამოუკიდებლობას

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ პროკურატურაში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო დამოუკიდებლობის კვალდაკვალ მიმდინარეობს დეცენტრალიზაციის, განგრძობადი განათლების და კარიერული დაგეგმვის უმნიშვნელოვანესი რეფორმები.

“ბუნებრივია, პრობლემები არსებობს, მაგრამ დღეს გვაქვს ჩვენ სისტემა, რომელმაც კონსტიტუციურად დამოუკიდებლობა მოგვანიჭა და ამ ფონზე ჩვენ დავიწყეთ უმნიშვნელოვანესი პროკურატურის დეცენტრალიზაციის რეფორმა, განგრძობადი განათლების რეფორმა და კარიერის დაგეგმვა. ამ ნაწილში ვფიქრობ, რომ წარმატების მიღწევის შემთხვევაში, ეს ყველაფერი უზრუნველყოფს სწრაფი გადაწყვეტილების უნარიანობას და საპროკურორო საქმიანობის მყარ დამოუკიდებლობას”, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმების საუკეთესო შეფასება ევროჯასტთან მიღწეული შეთანხმებაა.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო