ქეთევან ციხელაშვილი დავით გარეჯზე -  საშუალება უნდა მივცეთ მეგობარ და მეზობელ სახელმწიფოებს, რომ სამუშაო რეჟიმში განიხილონ ეს მნიშვნელოვანი საკითხი

დავით გარეჯსა და საქართველოს შორის ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მხარეებმა სწორედ სპეციალური კომისიის ფარგლებში უნდა განიხილოს ეს სენსიტიური საკითხი.

„კარგია ის, რომ აღდგა კომისიის მუშაობა. ვფიქრობ ყველამ საშუალება უნდა მივცეთ იმას, რომ მეგობარმა და მეზობელმა სახელმწიფოებმა სწორედ ასეთ, სამუშაო რეჟიმში, სპეციალური კომისიის ფარგლებში, რომელიც უკვე ბევრი წელია არსებობს, განიხილონ ეს ორივე მხარისთვის ძალიან სენსიტიური და მნიშვნელოვანი საკითხი“, - აღნიშნა ციხელაშვილმა.

ამასთან, სახელმწიფო მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული საკითხი ორივე მხარისთვის მისაღებად გადაწყდება.

„მე ვარ დარწმუნებული, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, რომლებიც არიან სტრატეგიული პარტნიორები , ეს საკითხი აუცილებლად გადაწყდება ორივე მხარისთვის მისაღებად და ვფიქრობ, რომ სწორედ ამ კომისიის მუშაობას უნდა დაველოდოთ ჩვენ“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს