დიმიტრი პესკოვი სოციოლოგებისგან პუტინის 32%-იანი რეიტინგის ახსნას ითხოვს

რუსეთში ბოლო რამდენიმე დღეა სოციოლოგები და პოლიტიკოსები აქტიურად განიხილავენ პუტინის დაბალი რეიტინგის შესახებ მონაცემებს. პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ამ მიმართულებით ანალიზის ჩატარება და გარკვევა მოითხოვა: ბოლოს და ბოლოს პუტინის რეიტინგები ეცემა თუ იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგი 32 პროცენტის ფარგლებშია, ხოლო ელექტორალური იზრდება და სხვადასხვა კვლევებში 50-იდან 65 პროცენტამდეა. სოციოლოგები განმარტავენ, რომ ეს ორი სხვადასხვა მაჩვენებელია. ელექტორალური რეიტინგი მიუთითებს პოლიტიკოსის არჩევის შანსებზე უახლოეს დღეებში რომ არჩევნები იყოს. ამ თვალსაზრისით პუტინის რეიტინგი მაღალია, რადგან რეალური კონკურენტები არ ჰყავს. ნამდვილ ოპოზიციას არ უშვებენ არჩევნებამდე და ხშირად მათი გვარები არ ფიგურირებს არც სოციოლოგიურ გამოკითხვებში. თუმცა რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წელს იქნება და მასში პუტინს მონაწილეობა კანონით არ შეუძლია. პრეზიდენტისადმი ნდობის რეიტინგი კი მის მიმართ განწყობას ასახავს ძირითადად რესპოდენტების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე დაყრდნობით. პუტინის ეს რეიტინგი მკვეთრად დაეცა შარშან, საპენსიო რეფორმის დამტკიცებისას და დაახლოებით 31-32 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო