ნათია თურნავა ფოთში ნავსადგურთან დაკავშირებით - შიდა მოკვლევა მიმდინარეობს, თუ როგორ მოხდა ისე, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი გაიცა ისე, რომ მინისტრი არ იყო საქმის კურსში

მეც დამებადა კითხვა, თუ როგორ მოხდა, რომ მე არ ვიყავი საქმის კურსში და გავეცი განკარგულება, ამ საკითხზე შიდა მოკვლევა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განუცხადა.

ნათია თურნავას განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და განმარტავს, რომ დოკუმენტი, რომელზეც მიმდინარეობს დავა, არ იყო სამშენებლო ნებართვის დამადასტურებელი.

„ძალიან ბევრი ტყუილ-მართალი მოვისმინეთ გუშინ, სიმართლე არის ერთი, რომ გაცემული დოკუმენტი, რომელიც უკვე გაუქმდა, არ იყო სამშენებლო ნებართვის. შესაბამისად, პროექტის დაწყებაზე, მშენებლობის დაწყებაზე ვერ იქნებოდა ვერანაირი საუბარი. ეს იყო წინარე დოკუმენტი, რომელიც დარღვევით იყო გაცემული და უკვე გაუქმებულია.

მეც დამებადა კითხვა, თუ როგორ მოხდა, რომ მე არ ვიყავი საქმის კურსში და გავეცი განკარგულება და ამ საკითხზე შიდა მოკვლევა მიმდინარეობს, თუ როგორ მოხდა ისე, რომ პროექტთან მიმართებით ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი გაიცა ისე, რომ მინისტრი არ იყო საქმის კურსში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავა ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებას, რომლის თანახმადაც ფოთის პორტის მშენებლობით დაინტერესებულია ვანო ჩხარტიშვილი.

„იმდენი ვინმეს სახელი და გვარი მოვისმინე, რომ თითქოსდა ფიგურირებს ფოთის პორტის ინეტერესების უკან, ვფიქრობ, “ეიპიემ ტერმინალი“ თავად დარჩა გაკვირვებული, თუ რამდენი პარტნიორი ყოლია საქართველოში“, - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, 29 მაისს, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ განცხადება გაავრცელა.

30 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი გაუქმებულია. როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა.

ამასთან, მისი განმარტებით, დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას, ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს