ლევან კობერიძე პრემიერს - რა პასუხისმგებლობას იღებთ სახელმწიფო საწარმოების არაეფექტურ მუშაობაზე, ეს ეხება საპარტნიორო ფონდს

რა პასუხისმგებლობას იღებთ სახელმწიფო საწარმოების არაეფექტიან მუშაობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში ეს ეხება საპარტნიორო ფონდს, რომელიც 4 წელია უკვე არის ზარალიანი, - ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც მამუკა ბახტაძეს ინტერპელაციის წესით უსმენენ. როგორც მან აღნიშნა, საპარტნიორო ფონდს, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პრემიერია, 700 მილიონზე მეტი აქვს ზარალი და ნამდვილად ვერ ასრულებს ეკონომიკის მასტიმულირებელ ფუნქციას.

„სახელმწიფო საწარმოები ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ნაწილია ქართული ეკონომიკის და მინდა კითხვით მოგმართოთ, როგორ აფასებთ და რა პასუხისმგებლობას იღებთ სახელმწიფო საწარმოების არაეფექტიან მუშაობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ეს ეხება საპარტნიორო ფონდს, რომელიც 4 წელია უკვე არის ზარალიანი. 700 მილიონზე მეტი აქვს ზარალი და როგორც საგანელიძის პარლამენტში სტუმრობის დროს აღმოჩნდა, 2018 წელიც ზარალიანია. ანუ 4 წლის განმავლობაში ეს ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია ეკონომიკის სტიმულირტებისთვის, პირიქით, იმყოფება ზარალიან მდგომარეობაში სამწუხაროდ“, - განაცხადა კობერიძემ.

ამასთან, დეპუტატმა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გათავისუფლებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლოგიკური იქნებოდა მასთან ერთად სამინისტრო მის გუნდსაც დაეტოვებინა.

„ლოგიკური იქნებოდა როდესაც თქვენ ქობულია გადააყენეთ თანამდებობიდან, შესაბამისად მთელი ის გუნდი, მათ შორის მინისტრის მოადგილეები გადამდგარიყვნენ ან თქვენ გაგითავისუფლებინათ, რადგან საკმაოდ სერიოზული ბრალდებები წაუყენეთ ამ მინისტრს. ამის ნაცვლად არის საპირისპირო მდგომარეობა, ნათია თურნავა არის დღეს ეკონომიკის მინისტრი. ამაზეც მინდა რომ გააკეთოთ განმარტება“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს