სადაზღვევო კომპანია „ევროინს ჯორჯიამ“ და ბრენდმა „შენი სათამაშოს ისტორიამ“ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ „ცისარტყელას“ ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს

ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ „ცისარტყელაში“, სადაზღვევო კომპანია „ევროინს ჯორჯიასა“ და „შენი სათამაშოს ისტორიას“ თანამშრომლობის შედეგად, ცენტრის მოსწავლეების სათამაშოებად ქცეული ნახატების გამოფენა შედგა.

სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯია" მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს სადაზღვევო ბაზარზე და მუდმივად მონაწილეობს საზოგადოებრივ აქტივობებში, არც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე იყო გამონაკლისი. გადავწყვიტეთ მხოლოდ საჩუქრებით არ შემოვფარგლულიყავით და ბავშვებისთვის ბრენდი „შენი სათამაშოს ისტორიასთან“ ერთად საერთო აქტივობა დაგვეგეგმა.

„შენი სათამაშოს ისტორია“, თაკო გვარაძის, ნათია ტატიშვილის და ნინო ებრალიძის საერთო ბრენდია, რომელიც ბავშვებს ნახატებს უცოცხლებენ და ქმნიან ნახატის იდენტურ სათამაშოებს.

„შენი სათამაშოს ისტორია“ - ძალიან გვინდოდა ჩვენც გაგვეხარებინა მზრუნველობა მოკლებული ბავშვები, გვეჩუქა ერთი დაუვიწყარი ემოცია, და სადაზღვეო კომპანია ევროინს ჯორჯიასთან ერთად მოგვეცა საშუალება ჩვენი ოცნება აგვეხდინა, რისთვისაც მათ უდიდეს მადლობას ვუხდით მთელი გუნდი. დღეს უკვე ყველას შეუძლია გაახაროს თავიანთი ახლობელი, შვილი თუ მეგობარი, ჩვენ თქვენი ფანტაზიით შექმნილ ნახატს ვაქცევთ ხელშესახებს, შერეული ქსოვილებით, ფუმფულა სათამაშოს სახით, თქვენი ნახატის იდენტურს.

ცენტრ „ცისარტყელას“ მიზანია, დახმარება გაუწიოს სოციალურად დაუცველ ბავშვებს, ხელი შეუწყოს მათ ფიზიკურ, საგანმანათლებლო, შემეცნებით და ფსიქო-სოციალურ განვითარებას. სოციალური ინტეგრაციის მიზნით ტარდება საგანგებო აქტივობები, როგორიცაა სპორტული შეჯიბრებები, ნახატებისა და ნაკეთობების გამოფენები, კულტურული ღონისძიებები (სპექტაკლები, კონცერტები, ექსკურსიები და სხვა).

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს