დავით სერგეენკო - ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების კონტროლს რამდენიმე ეტაპზე ახორციელებს

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების კონტროლს რამდენიმე ეტაპზე ახორციელებს. ამის შესახებ მან პლენალურ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც კერძო სამედიცინო დაწესებულებებში დაზღვევის თანხების ეფექტურ ათვისებასა და ამ მიმართულებით კონტროლის საკითხს შეეხებოდა.

„გამოყენებულია ასეთი პრეცენდენტული მოდელი, რომელიც რამდენიმე ეტაპზე ახორციელებს ამ კონტროლს და კონტროლი თავისთავად შედგება შემთხვევის შესახებ შეტყობინებებისგან, რომელსაც თავისი ფორმა აქვს და თუ ამ ფორმით არ ექნება მოწოდებული, ითვლება, რომ არ არის შესრულებული. ასევეა, მონიტორინგი, ინსპექტირება, ხარისხის რევიზია.

საყოველთაო ჯანდაცვის დაწყებიდან, 2013 წლიდან 2018 წლის ბოლომდე გვაქვს მონაცემები დაზუსტებული. სამედიცინო შემთხვევის მონიტორინგის შედეგად დაკავებულმა თანხამ, იგივე არასწორად მოთხოვნილმა თანხამ - შეადგინა თითქმის 68 მილიონი ლარი, კონტროლის ეტაპზე გამოვლენილი დარღვევების გამო ბიუჯეტში აღდგენილი თანხის რაოდენობა - 70 მილიონ ლარზე მეტია, სამედიცინო საქმიანობის ხარისხის რევიზიის ეტაპზე გამოვლენილი გადაცდომების გამო ბიუჯეტში აღდგენილი თანხების ოდენობა - 2 მილიონ ლარზე მეტია“, -აღნიშნა დავით სერგეენკომ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს უსმენენ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ სამედიცინო დაზღვევის თანხების ათვისებასთან და მის კონტროლთან დაკავშირებითაც დასვა კითხვა.

„სამედიცინო დაწესებულებებში, როდესაც პაციენტები მოხვდებიან ხოლმე, არსებობს გარკვეული წუხილი იმასთან დაკავშირებითაც, რომ აქ შეიძლება იხარჯებოდეს იმაზე მეტი თანხა გარკვეული მანიპულაციების შედეგად, ვიდრე არის კონკრეტული საჭიროება.

რამდენად ეფექტიანად ხდება კერძო დაწესებულებებში დაზღვევის თანხების ათვისება და რამდენად ეფეტურია ჩვენი კონტროლი თანხის ხარჯვაზე ამ მიმართებით?“ - მიმართა დავით სერგეენკოს მამუკა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა