მინდა ყველამ იცოდეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და საარჩევნო ადმინისტრაცია ვერც ერთი თქვენგანის პოლიტიკური ოპონენტი ვერ იქნება - ცენტრალური საარჩევნო კომისია არაპოლიტიკურ ორგანოდ ტრანსფორმირდა, ყოველგარ პოლიტიკურ დისკუსიაში შესვლას ერიდება და პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გავაკეთებ, - ამ სიტყვებით პარლამენტის ტრიბუნიდან ცესკოს თავმჯდომარემ დეპუტატებს მიმართა.
“ეს არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო და მე როგორც მთავარი საარჩევნო მოხელე, პოლიტიკურ დებატებში ვერ შევალ. ჩემი პროფესიული სტანდარტი და პროფესიული ღირსება არ მომცემს იმის საშუალებასა და უფლებას თინა ბოკუჩავას გამოსვლას ვუპასუხო, რაც ძალიან სამწუხარო იყო. როდესაც დისკუსია ასეთ პიროვნულ და პირად საკითხებზე გადადის და კითხვა ბრალდებების ჭრილში ისმევა, როცა ადამიანს პიროვნულად ეხებიან, მინდა აღვნიშნო, რომ ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია იმისა, რომ ამ ადამიანებს პროფესიული კუთხით არგუმენტები აღარ რჩებათ“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"