ნათია თურნავა - „ეიპიემ ტერმინალსთან"  ჩემი შეხვედრა სამი დღის წინაც შედგა და ჩემი კარი მათთვის ყოველთვის ღიაა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „ეიპიემ ტერმინალისთვის" სამინისტროს კარი ღიაა.

„ჩემი შეხვედრა სამი დღის წინაც შედგა და ჩემი კარი მათთვის ყოველთვის ღიაა. აუცილებლად ვითანამშრომლებთ იმიტომ, რომ ძალიან ვაფასებთ მათ წვლილს ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში“, - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება ფოთის პორტთან დაკავშირებით გაუქმებულ ბრძანებაზე. მისი თქმით, დოკუმენტი გაცემული იყო ისე, რომ არც თვითონ და არც მისი კოლეგები არ ყოფილან საქმის კურსში. თურნავა ამბობს, რომ ეს არ იყო სამშენებლო ნებართვა და ამ დოკუმენტის საფუძველზე მშენებლობა არ დაიწყებოდა.

„დოკუმენტი გაცემული იყო ისე, რომ არც მე და არც ჩემი კოლეგები არ იყვნენ საქმის კურსში, თანაც აღმოჩნდა, რომ იყო პროცედურული დარღვევით. ეს არ გახლდათ სამშენებლო ნებართვა, ეს იყო მიწათსარგებლობის წინასწარი პირობები ისეთ მიწაზე, რომელიც არ ეკუთვნის ინვესტორს და ეკუთვნის სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, კარგად ვხვდებით, რომ ეს არ არის სამშენებლო ნებართვა. შესაბამისად, მშენებლობა მაგ დოკუმენტის საფუძველზე ნამდვილად არ დაიწყებოდა. მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად არის საჭირო უამრავი კვლევა, უამრავი დასაბუთება და ეს ჯერჯერობით წარმოდგენილი არ იყო“, - აღნიშნა მინისტრმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ