ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 6%-ით, ხოლო ღირებულება 16%-ით გაიზარდა

2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში 33,6 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 87 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 16%-ით მეტია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ექსპორტის გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე აე გამოიყურება: აშშ - 126% (322835 ბოთლი), ჩინეთი - 27% (2972733) და პოლონეთი - 18% (1540182). ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი - 91% (46254), ისრაელი - 72% (131184), ლიეტუვა - 57% (270564), ბელარუსი - 47% (680906), ესტონეთი - 33% (287582), ნიდერლანდები - 27% (42380), კანადა - 26% (76860), მონღოლეთი - 22% (106452), გერმანია - 9% (274721), რუსეთი - 5% (21372581) და ა.შ.

მათივე ინფორმაციით, ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (21372581), უკრაინა (3080562), ჩინეთი (2972733), პოლონეთი (1540182) და ყაზახეთი (1223256).

„ადგილწარმოშობის დასახელებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 6047911 ბოთლი (ზრდა 6%), “მუკუზანი“ – 1957553 (ზრდა 20%), „წინანდალი“ - 1509961 (ზრდა 10%), ახაშენი - 638878 (0%), „ხვანჭკარა“ – 402802 (ზრდა 43%) და ა.შ.

წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 203-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 10,7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 60%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 23 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 67%). მსოფლიოს 19 ქვეყანაში ექსპორტირებულია 216,5 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 61% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 572,2 ათას აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 37%)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ