შეფილდის უნივერსიტეტის Executive MBA პროგრამის სასწავლო კვირა სალონიკში (R)

MBA პროგრამის ქართველ მონაწილეებს, სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების 240 მენეჯერთან ერთად, აქვთ გამოცდილების მიღების უნიკალური შესაძლებლობა.
მენეჯერებს და ბიზნეს პროფესიონალებს საქართველოდან, რომლებიც ესწრებიან შეფილდის უნივერსიტეტის Executive MBA პროგრამას თბილისში, ჰქონდათ სალონიკში (საბერძნეთი) შეფილდის უნივერსიტეტის წლიურ სასწავლო კვირაში მონაწილეობის უნიკალური შესაძლებლობა იმ სხვა ექვსი ქვეყნის MBA პროგრამის 240 მონაწილესთან ერთად, სადაც ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული პროგრამა. მონაწილეებმა გაატარეს კვირა, დატვირთული სასწავლო კურსებით, სემინარებით, გაცნობის და გამოცდილების გაზიარებით, მოწვეული პროფესორების ლექციებით, თავისუფალი დროით და საინტერესო ექსკურსიებით.
წლიური სასწავლო კვირა სალონიკში ამაღლებს პროგრამის საერთაშორისო მნიშვნელობას და MBA სტუდენტებს ყველა ქვეყნიდან, რომლებიც ხვდებიან გაერთიანებულ სასწავლო კურსზე, აძლევს გაცნობის და სასწავლო გამოცდილების მიღების საუკეთესო შესაძლებლობებს. სასწავლო კვირის განმავლობაში განათლების მიღების პარალელურად მონაწილეები ჩართულნი არიან სხვადასხვა ღონისძიებებში. ისინი იმდიდრებენ გამოცდილებას და პრაქტიკულ რეკომენდაციებს უზიარებენ სხვადასხვა კულტურის, ქვეყნების და დარგების წარმომადგენლებს. ამ სახის საერთაშორისო გაერთიანების შედეგი ყოველთვის შთამბეჭდავი და სასიამოვნოა. ყოველ წელს ტარდება სპეციალური ღონისძიებები და აქტივობები, რაც სტუდენტებს აძლევს სწავლის, გამოცდილების მიღების და ერთმანეთთან კონტაქტის შესაძლებლობას. სასწავლო კვირა არის პროგრამის ერთ–ერთი მთავარი ატრიბუტი, რომლის განმავლობაში MBA პროგრამის მონაწილეები სწავლობენ, ეცნობიან ერთმანეთს და ამავდროულად სასიამოვნოდ ატარებენ დროს.
სასწავლო კვირა სრულდება თერმიაკოსის ყურეში ტრადიციული საექსკურსიო ნავებით გასეირნებით, რაც MBA პროგრამის სტუდენტებისთვის სასიამოვნო განტვირთვაა. სტუდენტები ნავით სეირნობის დროს ტკბებიან სალონიკის მშვენიერი პეიზაჟებით და ქალაქის ხედებით და თბილი ამინდით, პინტა ლუდთან ან ჭიქა ღვინოსთან ერთად.
შეფილდის უნივერსიტეტის Executive MBA პროგრამა თბილისში:
ნამდვილად საერთაშორისო MBA.
შეფილდის უნივერსიტეტი სითი კოლეჯის საერთაშორისო ფაკულტეტის მეშვეობით ცოდნის მიღების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მენეჯერებს და ბიზნეს პროფესიონალებს თბილისში:
შეფილდის უნივერსიტეტის MBA ხარისხი. Executive MBA (EMBA) წარმოადგენს ინოვაციურ, ჭეშმარიტად საერთაშორისო პროგრამას, რომელიც მორგებულია მენეჯერებზე და ბიზნეს პროფესიონალებზე, რომლებსაც სურთ ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება პროფესიული კარიერისთვის და პერსონალური განვითარებისთვის. მოქნილი მიწოდების რეჟიმის (თვეში 1 უქმე დღე) გამო, მენეჯერებს არ უწევთ სამსახურის მიტოვება ან კარიერული წინსვლის შეწყვეტა კურსებზე დასასწრებად. მონაწილეებს შეუძლიათ აირჩიონ ერთ–ერთი შემდეგი ექვსი სხვადასხვა სპეციალიზაციიდან:
· MBA საერთო ადმინისტრირებაში.
· MBA მარკეტინგში;
· MBA ფინანსებში;
· MBA ლოჯისტიკაში;
· MBA ჯანდაცვის მართვაში;
· MBA ადამიანური რესურსების მართვაში.
შეფილდის Executive MBA პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს თბილისში 2017 წლიდან, იზიდავს და განათლებას აძლევს მაღალი დონის მენეჯერებს სხვადასხვა სექტორებიდან და ორგანიზაციებიდან.
აკრედიტაცია და აღიარება
შეფილდის უნივერსიტეტის Executive MBA პროგრამა, რომელიც შეთავაზებულია სითი კოლეჯის საერთაშორისო ფაკულტეტის მიერ, აკრედიტირებული და აღიარებულია MBAs ასოციაციის (AMBA), AACSB-ის და მენეჯმენტის ლიცენზირებული ინსტიტუტის (CMI) მიერ.
ბიზნესის ცოდნა, ლიდერული უნარებ–ჩვევები, გაცნობა და კავშირები ნამდვილად საერთაშორისო საზოგადოების ფარგლებში და მსოფლიო მასშტაბით აღიარებული MBA – მაგისტრის ხარისხი: ეს ყველაფერი შეგიძლიათ მიიღოთ თბილისში წარმოდგენილ შეფილდის უნივერსიტეტის Executive MBA პროგრამით.
დასწრების და მიღების პროცესის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თბილისის წარმომადგენლობას შემდეგ ნომერზე: +995 577 221 166.
(R)
























