თბილისის სააპელაციო სასამართლო ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, თბილისის სააპელაციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შეცვალა.

„თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი შეცვალა.

2019 წლის 3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაასრულა სააპელაციო საჩივრების განხილვა ქ.თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე.

სააპელაციო სასამართლომ ცვლილება შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ივნისის განაჩენში და დაადგინა:

სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის განაჩენი იმ ნაწილში, რომ გ.ჯ.-მ ჩაიდინა დ.ს-ის მხოლოდ მკვლელობის მცდელობა.

სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, ქ.თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვან დ. ს-ის განზრახ მკვლელობა ჩადენილ იქნა ჯგუფურად გ.ჯ.-ს და ასევე სხვა დაუდგენელი პირის მიერ.

შესაბამისად, სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ დ.ს-ს მკვლელობა ჩადენილ იქნა ჯგუფურად გ.ჯ-ს მიერ, თუმცა არა გ. ბ-სთან ერთად. რაც შეეხება არასრულწლოვან გ.ბ.-ს, განაჩენი მის მიმართ კვალიფიკაციის ნაწილში დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლომ გ.ჯ-ს და გ.ბ.-ს დაუმძიმა სასჯელები და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად თითოეულს სასჯელის სახით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით”, - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს