„ჰუალინგის“ დასახლებასთან მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა

„ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, მოტოციკლი შუახნის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ქვეითთა გადასასვლელზე გადადიოდა.

"მეგობრები მივდიოდით მანქანით და დავინახეთ, კაცი ეგდო ძირს და სისხლის გუბე იდგა. დაახლოებით 5-10 წუთის მომხდარი იქნებოდა ეს ამბავი. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მოსვლამდე, მე და ჩემი მეგობარი ადგილზე ვცდილობდით სიტუაციის დასტაბილურებას, რადგან ხალხის დიდი ნაკადი მოძრაობდა და შექმნილი იყო პანიკა. შევეცადეთ, დაზარალებული უსაფრთხო გარემოში ყოფილიყო", - განაცხადა თვითმხილველმა.

მისივე თქმით, დაზარებული თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ