„ტერასა ჯგუფმა“ ბათუმის პრემიუმ კლასის კომპლექსის შესახებ პრეზენტაცია გამართა

მაღალი კლასის აპარტამენტები, საცურაო აუზი, სპორტდარბაზი, კაფე - ეს იმ ობიექტებისა და სერვისების არასრული ჩამონათვალია, რასაც „ტერასა ბათუმი“ ერთ კომპლექსში მოუყრის თავს.

კომპლექსის მშენებლობა უკვე დაიწყო და ზღვისპირა ქალაქ ბათუმში 2021 წლის აგვისტოში დასრულდება.

რითი იქნება „ტერასა ბათუმი“ გამორჩეული და კონკრეტულად, რას შესთავაზებს მომხმარებლებს, ამის შესახებ კომპანიამ პრეზენტაცია გამართა.

ბათუმში გამართულ პრეზენტაციაზე „ტერასა ჯგუფმა“ სხვადასხვა კომპანიისა და მედიის წარმომადგენლებს და პარტნიორებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„ტერასა ბათუმი“ 29 სართულიანი კომპლექსია და ჯამში, 525 აპარტამენტს მოიცავს. მისი ნაწილი სასტუმროს ტიპის იქნება, ნაწილი კი სხვადასხვა ობიექტს მოიცავს. სასტუმრო „კასტელო მარეში“ გამართულ პრეზენტაციაზე, რომელსაც ანი გიუნტერი უძღვებოდა, პროექტის კონცეფციისა და მისი ინვესტიციის შესახებ გახდა ცნობილი.

„ტერასა ბათუმი“ ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ის ქალაქის ეკონომიკის განვითარებაში დიდი წვლილს შეიტანს. როგორც „ტერასა ჯგუფის“ კომერციულმა დირექტორმა თამარ გაფრინდაშვილმა აღნიშნა, „ტერასა ბათუმი“ ინვესტორებს მისცემს საშუალებას, პრემიუმ-ხარისხი ზედმეტი დანახარჯების გარეშე მიიღონ.

„ტერასა ბათუმი“ არის პრემიუმ კლასის კომპლექსი, რომელიც საცხოვრებელი ზონასთან ერთად, აერთიანებს კომერციულ ფართებს, საცურაო აუზს, კაფე-რესტორანს, სპორტდარბაზს, კონსიერჟის მომსახურებას... ეს ყველაფერი კი ერთ სივრცეშია თავმოყრილი.

პროექტი ბარდება დასრულებული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით, რაც ნიშნავს იმას, რომ ინვესტორებს დამატებითი ინვესტიციისთვის ზრუნვა არ მოუწევთ.

ბათუმში დეველოპერული ბაზარი კიდევ უფრო ვითარდება, რაც ტურიზმის სწრაფად ზრდის შედეგია. შესაბამისად, დღეს გვაქვს ასეთი სურათი: არის საშუალო, მაღალი და დაბალი კლასის მშენებლობები და მათ შორის საფასო სეგმენტები ძალიან განსხვავებულია. ჩვენი პროექტი ინვესტორებისთვის იქნება ერთგვარი საშუალება, რომ მიიღონ პრემიუმ კლასი გონივრული ინვესტიციის ხარჯზე, რაც ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია“, - განმარტა თამარ გაფრინდაშვილმა.

პროექტს დადებითად აფასებენ „ტერასა ჯგუფის“ პარტნიორებიც. ერთ-ერთი პარტნიორის, მამუკა ლომიტაშვილის შეფასებით, ბათუმის პროექტი თავისი ხარისხით იქნება გამორჩეული.

„როგორც „ტერასა ჯგუფის“ ყველა პროექტი, „ტერასა ბათუმი“ გამორჩეული იქნება, რადგან მისი მენეჯმენტი, მისი თანამშრომლები ზრუნავენ ხარისხზე და მათ ამის დადება შეუძლიათ. ეს ინვესტიცია ტურისტებსაც მოიზიდავს“, - აღნიშნა მან.

საღამოზე „ტერასა ბათუმის“ პროექტის გაცნობასთან ერთად, სტუმრებს პრიზების მოგების საშუალებაც მიეცათ. ანი გიუნტერისა და მუსიკალური ბენდის მიერ შექმნილი მხიარული განწყობის ფონზე, ბევრმა სტუმარმა მოსაპირკეთებელი მასალები, კოსმეტიკა და თავის მოვლის საშუალებები, ფასდაკლების ბარათები და სხვა საჩუქრები მოიგო.

საღამოს წამყვანი ანი გიუნტერი აღნიშნავს, რომ მისთვის ძალიან სასიამოვნოა ახალი მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ ინფორმაცია პრეზენტაციის სტუმრებს თავად რომ მიაწოდა.

„ეს არის პრემიუმკლასის სამშენებლო კომპლექსი, რაც ამ ულამაზესი ზღვისპირა ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებას კიდევ უფრო ხელს შეუწყობს. მე მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე სტუმრებს, ვიყავი წამყვანი და სურპრიზებითა საჩუქრებით სავსე საღამო ჩავატარეთ“, - აღნიშნა მან.

პრეზენტაციაზე უსაჩუქროდ არცერთი სტუმარი არ დარჩენილა. „ტერასა ჯგუფის“ გადაწყვეტილებით, ყველა მათგანს გადაეცა 13%-იანი ფასდაკლების ბარათი. ეს იმას ნიშნავს, რომ „ტერასა ბათუმში“ აპარტამენტის შეძენისას სრულ ღირებულებას 13% დააკლდება.

„ტერასაჯგუფი“ 2015 წელს დაარსდა, 2017 წლის რებრენდინგის შედეგად კი სამშენებლო დეველოპერულ ბაზარზე თავი დაიმკვიდრა „ტერასა ჯგუფის“ სახელით. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით, რომლებიც ქმნიან ხარისხიან პროდუქტს და ფეხდაფეხ მისდევენ თანამედროვე არქიტექტურისა და მშენებლობის ტენდენციებს. „ტერასა ჯგუფი” ბაზარზე შემოვიდა სრულიად ინოვატორული ხედვით, რაც მოიცავს არა მხოლოდ ხარისხიან მშენებლობასა და პროექტირებას, არამედ მის აქტიურ ჩართულობას ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნებასა და განვითარებაში.

კომპანიამ შეიმუშავა კონცეფცია, რომლითაც ყველა მის არსებულ და დაგეგმილ მშენებლობაზე, ზედა სართულის სრული სივრცე დაეთმობა დამატებით გამწვანების ზონას. ეს არის ევროპაში უკვე კარგად აპრობირებული და დანერგილი მწვანე არქიტექტურის ტენდენცია, რომელიც იძლევა საშუალებას შევქმნათ დამატებითი ინფრასტრუქტურა. მწვანე სახურავი, მრავალფეროვანი მცენარეებით და გამწვანების შერწყმა არქიტექტურაში მობინადრეებისთვის მრავალ ბენეფიტთან არის დაკავშირებული.

გასული 2 წლის მანძილზე „ტერასა ჯგუფმა“ თბილისში 5 მშენებლობა დაასრულა, ექვსს კი ამ დროისთვის ახორციელებს. მიმდინარე წელს, კომპანიამ გადაწყვიტა, ინვესტიცია ტურისტულ ქალაქ ბათუმშიც განახორციელოს და პრემიუმ კლასის აპარტამენტები ააშენოს.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა