ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა გრძელდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

მათი ინფორმაციით, 28 მაისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქ. ქუთაისში 1.1-ჯერ, 29 მაისს კი 1.3-ჯერ. 31 მაისს ქ. რუსთავში 1.2-ჯერ, ხოლო ქ. თბილისში წერეთლის გამზირზე უმნიშვნელოდ. პირველ ივნისს თბილისში, წერეთლის გამზირზე-1.1-ჯერ, ხოლო ქუთაისსა და რუსთავში 1.2-ჯერ, 2 ივნისს ქუთაისში 1.4-ჯერ, რუსთავში 1.1-ჯერ, ხოლო თბილისში წერეთლის გამზირზე უმნიშვნელოდ. 3 ივნისს ქუთაისსა და თბილისში წერეთლის გამზირზე 1.2-ჯერ, რუსთავში 1.5-ჯერ, ხოლო ვარკეთილში უმნიშვნელოდ. 30 მაისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.

„ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.2-ჯერ, ქუთაისში 1.1-ჯერ, ხოლო ყაზბეგის გამზირზე უმნიშვნელოდ. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება თბილისში, წერეთლის გამზირზე 1.5-ჯერ და ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე 1.6-ჯერ.

თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: დ.ნიშნიანიძის ქ.N23, საჯარო სკოლა N142-თან; თემქა, მე-11 მიკრორაიონი მე-3 კვარტალი, ბაგა-გაღი N61-თან; დ.ნიშნიანიძის ქ.N21, ბაგა-ბაღი N80-თან; დ.ნიშნიანიძის ქ.N15, საჯარო სკოლა N159-თან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

ყოველკვირეულად ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ქვეყნდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვედზე nea.gov.ge, ხოლო ყოველდღიური მონაცემების ნახვა შესაძლებელია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა