უკრაინაში 5 წლის ბავშვის მკვლელობისთვის პოლიციელები დააპატიმრეს

უკრაინაში 5 წლის ბავშვის მკვლელობისთვის ორი პოლიციელი დაპატიმრეს. ამას შესახებ უკრაინული სააგენტო „უნიანი“ იუწყება. მისივე ინფორმაციით, 31 მაისს კიევის ოლქის ქალაქ პრეიასლავ ხმელმნიცკში მთვრალმა პოლიციელებმა სროლაში ვარჯიშის მოწყობა გადაწყვიტეს. ისინი მეტალის ქილებს და სხვა მსგავს საგნებს ესროდნენ, რა დროსაც მათი ნასროლი ტყვია 5 წლის ბიჭს მოხვდა, რომელიც საკუთარ სახლთან თამაშობდა. ბავშვი დედაქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის 3 ივნისს გარდაიცვალა.

თავიდან პოლიციელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს გაუფრთხილებლობით სხეულის მძიმე დაზიანებისთვის, რომელიც განხორციელდა ადამიანის ჯგუფის მიერ წინასწარი განზრახვით, თუმცა ბავშვის სიკვდილის შემდეგ მათ ბრალი დაუმძიმდათ და დაემატათ ადამიანთა ჯგუფის მიერ წინასწარი განზრახვით მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობის მუხლი. დღეს ორივე პოლიციელი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს