ოქროყანაში მასშტაბური საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

მთაწმინდის გამგეობა ოქროყანაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ამ ეტაპზე გზების რეაბილიტაცია ბ ზონაში, ხორავასა და ყაზბეგის ქუჩებსა და ჩიხებში მიმდინარეობს.

მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, ამორტიზებული გზის საფარი 11 750 კვ.მ ფართობზე კაპიტალურად შეკეთდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 460 ათასი ლარი დაიხარჯება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ქუჩების ნაწილზე უკვე დაიგო ასფალტის ახალი საფარი და მოწესრიგდა საკომუნიკაციო ჭები. ასევე, გზები კეთილმოეწყო გ ზონაში, გელოვანის ჩიხებში, სადაც დაზიანებული საფარი 9 600 კვ.მ ფართობზე განახლდა. საგზაო სამუშაოებს, მთაწმინდის გამგეობის დაკვეთით, შპს „პარმა” ასრულებს.

გზების მოწესრიგების პარალელურად, უახლოეს პერიოდში, ოქროყანაში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დაიწყება.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს